მუმთეჰინე (გამოსაცდელი ქალი) - سورة الممتحنة
بِسْمِ اللَّهِ الرَّحْمَٰنِ الرَّحِيمِ
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَتَّخِذُوا عَدُوِّي وَعَدُوَّكُمْ أَوْلِيَاءَ تُلْقُونَ إِلَيْهِمْ بِالْمَوَدَّةِ وَقَدْ كَفَرُوا بِمَا جَاءَكُمْ مِنَ الْحَقِّ يُخْرِجُونَ الرَّسُولَ وَإِيَّاكُمْ ۙ أَنْ تُؤْمِنُوا بِاللَّهِ رَبِّكُمْ إِنْ كُنْتُمْ خَرَجْتُمْ جِهَادًا فِي سَبِيلِي وَابْتِغَاءَ مَرْضَاتِي ۚ تُسِرُّونَ إِلَيْهِمْ بِالْمَوَدَّةِ وَأَنَا أَعْلَمُ بِمَا أَخْفَيْتُمْ وَمَا أَعْلَنْتُمْ ۚ وَمَنْ يَفْعَلْهُ مِنْكُمْ فَقَدْ ضَلَّ سَوَاءَ السَّبِيلِ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ დაიდგინოთ ჩემი მტერი და თქვენი მტერი მეგობრებად. მიუძღვნით მათ წადიერებას, მაშინ როცა უარყვეს იგი, რაც მოგევლინათ ჭეშმარიტებისგან. გაძევებენ თქვენ და შუამავალს იმიტომ, რომ ირწმუნეთ ალლაჰი, ღმერთი თქვენი. თუკი გამოხვალთ საბრძოლველად ჩემს გზაზე, ჩემი კმაყოფილების ძიების სურვილით... საიდუმლოს ანდობთ მათ მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე . და მე უკეთ ვუწყი იმას, რაც დამალეთ და რაც გაამჟღავნეთ. და ვინც ამას იქმს თქვენგან, უეჭველად, სწორი გზა დაკარგოს მან.
إِنْ يَثْقَفُوكُمْ يَكُونُوا لَكُمْ أَعْدَاءً وَيَبْسُطُوا إِلَيْكُمْ أَيْدِيَهُمْ وَأَلْسِنَتَهُمْ بِالسُّوءِ وَوَدُّوا لَوْ تَكْفُرُونَ (۲)
თუკი ხელთ გიგდებენ ისინი, გარდაიქცევიან თქვენს მტრებად და გამოიშვერენ თქვენსკენ ხელებსა და ენებს სიავით. მათი წადილია, რომ უარყოთ თქვენ.
لَنْ تَنْفَعَكُمْ أَرْحَامُكُمْ وَلَا أَوْلَادُكُمْ ۚ يَوْمَ الْقِيَامَةِ يَفْصِلُ بَيْنَكُمْ ۚ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ (۳)
ვერ გიშველიან ვერც ნათესავები და ვერც შვილები. აღდგომის დღეს დაგახარისხებს იგი თქვენ , რამეთუ ალლაჰი მხილველია იმის, რასაც იქმთ.
قَدْ كَانَتْ لَكُمْ أُسْوَةٌ حَسَنَةٌ فِي إِبْرَاهِيمَ وَالَّذِينَ مَعَهُ إِذْ قَالُوا لِقَوْمِهِمْ إِنَّا بُرَآءُ مِنْكُمْ وَمِمَّا تَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ كَفَرْنَا بِكُمْ وَبَدَا بَيْنَنَا وَبَيْنَكُمُ الْعَدَاوَةُ وَالْبَغْضَاءُ أَبَدًا حَتَّىٰ تُؤْمِنُوا بِاللَّهِ وَحْدَهُ إِلَّا قَوْلَ إِبْرَاهِيمَ لِأَبِيهِ لَأَسْتَغْفِرَنَّ لَكَ وَمَا أَمْلِكُ لَكَ مِنَ اللَّهِ مِنْ شَيْءٍ ۖ رَبَّنَا عَلَيْكَ تَوَكَّلْنَا وَإِلَيْكَ أَنَبْنَا وَإِلَيْكَ الْمَصِيرُ (٤)
კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: „უეჭველად, ჩვენ მიღმა ვართ თქვენგან და იმისგან, რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა. ჩვენ უარგყავით თქვენ და დაიწყო ჩვენსა და თქვენს შორის მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, თუკი არ ირწმუნებთ ალლაჰს, მის ერთადერთობას! მხოლოდ იბრაჰიმის წარმოთქმული სიტყვა თავისი მამისადმი: შენთვის უთუოდ შევთხოვ მიტევებას, თუმცაღა არ ხელმეწიფება შენთვის ალლაჰის წინაშე არაფერი, ამის გარდა ! ღმერთო ჩვენო, შენ გსასოებთ, შენსკენ მოვისწრაფვით და შენთან მოვიქცევით!
رَبَّنَا لَا تَجْعَلْنَا فِتْنَةً لِلَّذِينَ كَفَرُوا وَاغْفِرْ لَنَا رَبَّنَا ۖ إِنَّكَ أَنْتَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ (۵)
ღმერთო ჩვენო, ნუ დაგვადგენ გამოცდად იმათთვის, რომელთაც უარყვეს. ღმერთო ჩვენო შეგვინდე ჩვენ, რამეთუ შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი!
لَقَدْ كَانَ لَكُمْ فِيهِمْ أُسْوَةٌ حَسَنَةٌ لِمَنْ كَانَ يَرْجُو اللَّهَ وَالْيَوْمَ الْآخِرَ ۚ وَمَنْ يَتَوَلَّ فَإِنَّ اللَّهَ هُوَ الْغَنِيُّ الْحَمِيدُ (٦)
კარგი მაგალითი იყო თქვენთვის მათში, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ. ხოლო ვინც ზურგს იბრუნებს, უეჭველად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!
عَسَى اللَّهُ أَنْ يَجْعَلَ بَيْنَكُمْ وَبَيْنَ الَّذِينَ عَادَيْتُمْ مِنْهُمْ مَوَدَّةً ۚ وَاللَّهُ قَدِيرٌ ۚ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ (۷)
ეგების ალლაჰმა დაადგინოს თქვენსა და იმათ შორის, რომელთაც მტრობთ, მეგობრობა, რამეთუ ალლაჰი ყოვლისშემძლეა. და ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.
لَا يَنْهَاكُمُ اللَّهُ عَنِ الَّذِينَ لَمْ يُقَاتِلُوكُمْ فِي الدِّينِ وَلَمْ يُخْرِجُوكُمْ مِنْ دِيَارِكُمْ أَنْ تَبَرُّوهُمْ وَتُقْسِطُوا إِلَيْهِمْ ۚ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ الْمُقْسِطِينَ (۸)
არ გიკრძალავს თქვენ ალლაჰი იმათ მიმართ, რომელნიც არ შეგბრძოლებიან რწმენის თაობაზე და არ გაუძევებიხართ საკუთარი სახლებიდან, რომ უქმნათ სიკეთე და მოეპყროთ სამართლიანად. უეჭველად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები.
إِنَّمَا يَنْهَاكُمُ اللَّهُ عَنِ الَّذِينَ قَاتَلُوكُمْ فِي الدِّينِ وَأَخْرَجُوكُمْ مِنْ دِيَارِكُمْ وَظَاهَرُوا عَلَىٰ إِخْرَاجِكُمْ أَنْ تَوَلَّوْهُمْ ۚ وَمَنْ يَتَوَلَّهُمْ فَأُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ (۹)
მაგრამ გიკრძალავს ალლაჰი იმათ დაუმეგობრდეთ, რომელთაც შეგებრძოლნენ რწმენის თაობაზე, გაგაძევეს საკუთარი სახლებიდან და მხარში ამოუდგნენ თქვენს დევნაში. ხოლო ვინც მათ დაუმეგობრდება, სწორედ, ისინი არიან ცოდვილნი!
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا جَاءَكُمُ الْمُؤْمِنَاتُ مُهَاجِرَاتٍ فَامْتَحِنُوهُنَّ ۖ اللَّهُ أَعْلَمُ بِإِيمَانِهِنَّ ۖ فَإِنْ عَلِمْتُمُوهُنَّ مُؤْمِنَاتٍ فَلَا تَرْجِعُوهُنَّ إِلَى الْكُفَّارِ ۖ لَا هُنَّ حِلٌّ لَهُمْ وَلَا هُمْ يَحِلُّونَ لَهُنَّ ۖ وَآتُوهُمْ مَا أَنْفَقُوا ۚ وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ أَنْ تَنْكِحُوهُنَّ إِذَا آتَيْتُمُوهُنَّ أُجُورَهُنَّ ۚ وَلَا تُمْسِكُوا بِعِصَمِ الْكَوَافِرِ وَاسْأَلُوا مَا أَنْفَقْتُمْ وَلْيَسْأَلُوا مَا أَنْفَقُوا ۚ ذَٰلِكُمْ حُكْمُ اللَّهِ ۖ يَحْكُمُ بَيْنَكُمْ ۚ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ (۱۰)
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოვლნენ თქვენთან მორწმუნე გადმოსახლებული ქალები, მაშინ გამოსცადეთ ისინი. ალლაჰი უკეთ უწყის მათ რწმენას. ხოლო თუ დარწმუნდით, რომ მორწმუნენი არიან, მაშინ არ მიუბრუნოთ ისინი ურჯულოებს. არ არიან ისინი ნებადართული მათთვის და არც ისინი არიან ნებადართული მათთვის. მიეცით მათ იგი, რაც მათ (ქმრებს) დაუხარჯავთ. და ცოდვად არ გექმნეთ, რომ ცოლად შეირთოთ ისინი, როცა მიაგებთ მათ თავიანთ ურვადთ. და არ მიიკრათ ურწმუნო ქალები ქორწინების შეკრულობით. და მოითხოვეთ, რაც დახარჯეთ და მოითხოვონ მათაც, რაც დახარჯეს. სწორედ, ესაა ალლაჰის მსჯავრი. განსჯის თქვენ შორის, რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
وَإِنْ فَاتَكُمْ شَيْءٌ مِنْ أَزْوَاجِكُمْ إِلَى الْكُفَّارِ فَعَاقَبْتُمْ فَآتُوا الَّذِينَ ذَهَبَتْ أَزْوَاجُهُمْ مِثْلَ مَا أَنْفَقُوا ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ الَّذِي أَنْتُمْ بِهِ مُؤْمِنُونَ (۱۱)
და თუ თქვენს ცოლთაგან რომელიმე გაიქცევა ურწმუნოსთან, შემდეგ როცა ბრძოლაში თქვენ გაიმარჯვებთ მოპოვებული ნადავლიდან იმათ მეუღლეებს , მიეცით იმდენი, რამდენიც დახარჯეს. და გეშინოდეთ ალლაჰის, რომელიცირწმუნეთ!
يَا أَيُّهَا النَّبِيُّ إِذَا جَاءَكَ الْمُؤْمِنَاتُ يُبَايِعْنَكَ عَلَىٰ أَنْ لَا يُشْرِكْنَ بِاللَّهِ شَيْئًا وَلَا يَسْرِقْنَ وَلَا يَزْنِينَ وَلَا يَقْتُلْنَ أَوْلَادَهُنَّ وَلَا يَأْتِينَ بِبُهْتَانٍ يَفْتَرِينَهُ بَيْنَ أَيْدِيهِنَّ وَأَرْجُلِهِنَّ وَلَا يَعْصِينَكَ فِي مَعْرُوفٍ ۙ فَبَايِعْهُنَّ وَاسْتَغْفِرْ لَهُنَّ اللَّهَ ۖ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ (۱۲)
ჰეი, შუამავალო! თუ მოვლენ შენთან მორწმუნე ქალები, რომლებიც შემოგფიცავენ, რომ არავის ეთაყვანებიან, გარდა ალლაჰისა, არ მოიპარავენ, არ იმრუშებენ, არ მოკლავენ შვილებს, ტყუილს არ იტყვიან თავისი გაკეთებული საქმეების შესახებ, არ იჭორავებენ და არ გეურჩებიან არანაირ კეთილ საქმეში, ირწმუნე მათი და სთხოვე ალლაჰს მათთვის პატიება. უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია.
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَتَوَلَّوْا قَوْمًا غَضِبَ اللَّهُ عَلَيْهِمْ قَدْ يَئِسُوا مِنَ الْآخِرَةِ كَمَا يَئِسَ الْكُفَّارُ مِنْ أَصْحَابِ الْقُبُورِ (۱۳)
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ დაუმეგობრდეთ ხალხს, რომელთა ზედა რისხვა აწვნია ალლაჰმა. უკვე მათ იმედი გადაეწურათ, როგორც იმედი გადაეწურათ ურწმუნოთ საფლავთა ბინადართაგან.