-
1
ვაი, ყველა ზურგს უკან მკილავს და სხვისი წუნის მკვლევს!
-
2
რომელმაც ქონება მოიხვეჭა და აგროვებს,
-
3
და თვლის, რომ სიმდიდრე სამარადჟამოდ აცოცხლებს!
-
4
არამც და არამც! (თავი დაანებოს ამ ილუზიას, ქონება მას ვერ გადაარჩენს) უეჭველად, ჰუტამაში (ჯოჯოხეთში) იქნება ჩაგდებული!
-
5
(ო, შუამავალო) შენ იცი თუ არა, რა არის „ჰუტამა“?
-
6
(ჰუტამა) ალლაჰის მიერ აალებული ცეცხლია,
-
7
რომელიც გულს მოედებათ.
-
8
ის (ჰუტამა) გადაეხურება და დაიკეტება მათ ზემოთ,
-
9
უზომო სვეტებს შორის!