-
1
დაინახე იგი, ვინც განკითხვის დღეს სიცრუედ რაცხავს?
-
2
აი ის, ვინც ობოლს ხელს ჰკრავს,
-
3
და არ მოუწოდებს, დააპუროს ღარიბნი.
-
4
ვაი, იმ მლოცველებს,
-
5
ისინი, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას!
-
6
ისინი, რომელნიც (ღვთისმსახურებას) სხვის დასანახად აღავლენენ!
-
7
და დახმარების ხელის გაწვდენაზე (ზექათსა და მსგავს მოწყალებებზე) უარს ამბობენ!...