-
1
მოუახლოვდა ადამიანებს ანგარიშსწორების დრო , ხოლო ისინი წინდაუხედავად პირს იბრუნებენ .
-
2
თავიანთი ღმერთიდან მათთან მოსულ ყველა ახალ დარიგებას, უთუოდ, ირონიით ისმენენ.
-
3
მათი გულები უგრძნობია, და მალულად ჩურჩულებენ, რომელთაც უსამართლობა ჰქნეს: „განა ეს ისეთივე ადამიანი არ არის, როგორიც თქვენ? ნუთუ თქვენ აჰყვებით ჯადოქრობას, რომელსაც თვალნათლივ ხედავთ?“
-
4
უთხრა: „ჩემი ღმერთი უწყის სიტყვას ცაში და მიწაზე. და იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!“
-
5
თქვეს: „არა, ეს აბურდულ-დაბურდული სიზმრებია! არა, იგი მან გამოიგონა! არა, იგი პოეტია! მაშ, მოგვიტანოს სასწაული იმისი მსგავსი, როგორითაც უწინ წარმოგზავნილები მოდიოდნენო!“
-
6
არც ერთმა დასახლებამ, რომელიც ჩვენ დავღუპეთ, არ ირწმუნა. განა ესენი ირწმუნებენ?
-
7
და არ წარმოგვიგზავნია შენამდე, გარდა ადამიანისა, რომელთაც ზეშთავაგონებდით. მაშ, თუკი არ იცით, ჰკითხეთ ცოდნის მფლობელთ!
-
8
და ჩვენ არ დაგვიდგენია ისინი სხეულად, რომელიც არ საჭიროებს კვებას და არ ყოფილან ისინი უკვდავნი.
-
9
მერე ჩვენ შევასრულეთ მათთვის მიცემული აღთქმა, ასე გადავარჩინეთ ისინი, ვინებეთ ვინც და დავღუპეთ თავგასულნი!
-
10
ვფიცავ, რომ ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ თქვენდა წიგნი, მასშია დიდება თქვენი. იმედია, გონს მოეგებით!
-
11
რამდენი დასახლება დავანგრიეთ, რომელშიც იყვნენ უსამართლონი და მათ მერე სხვები დავადგინეთ!
-
12
ამგვარად, როცა შეიგრძნობენ ჩვენს სასჯელს, მაშინ ეგენი გაიქცევიან მისგან!
-
13
არ გაიქცეთ და მიბრუნდით იქ, სადაც ნებადართული გქონდათ განცხრომით ცხოვრება, თქვენს სახლებში, რამეთუ თქვენ დაიკითხებით!
-
14
თქვეს: „ვაი, ჩვენ! უეჭველად, უსამართლონი ვიყავით!“
-
15
ისინი ასე გოდებდნენ, სანამ არ ვქმენით გამხმარ თივად!
-
16
და ჩვენ არ გაგვიჩენია ცა და მიწა და რაც მათ შორისაა გართობის მიზნით.
-
17
ჩვენ რომ გართობის დადგენა გვდომებოდა, უთუოდ, მას ჩვენი წიაღიდან დავიდგენდით. ამის გაკეთება რომ გვდომებოდა, ასე მოვიქცეოდით!
-
18
არა! ჩვენ ვადგამთ ჭეშმარიტებას სიცრუეზე ზედა, მაშინ მას გაანადგურებს. ნახავთ, რომ იგი აღარ არსებობს. და თქვენ სასჯელი იმისთვის, რასაც თხზავთ !
-
19
მას ეკუთვნის ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ხოლო ისინი, ვინც მის წინაშე არიან , არ თაკილობენ მის თაყვანისცემას და არც იღლებიან ამით!
-
20
ისინი ადიდებენ დღისითა და ღამით, შეუსვენებლად!
-
21
ნუთუ მათ დაიდგინეს ღვთაებები დედამიწიდან ? ისინი გააცოცხლებენ?
-
22
რომ ყოფილიყო ორივეში ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებები, უთუოდ ორივე აირევ-დაირეოდა . თუმცაღა არშის გამჩენი ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც მიაწერენ!
-
23
იგი არ არის პასუხისმგებელი იმისა, რასაც იქმს. ხოლო ისინი პასუხს აგებენ!
-
24
ნუთუ დაიდგინეს მის გარდა ღვთაებები? უთხარი: „მოიტანეთ თქვენი მტკიცებანი! ესაა შეხსენება მათთვის, ვინც ჩემთანაა და შეხსენება მათთვის, ვინც ჩემ უწინ იყო.“ თუმცა მათი უმრავლესობა არ უწყიან ჭეშმარიტებას და პირს იბრუნებენ!
-
25
და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენ უწინ არც ერთი შუამავალი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: ,,არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. ამიტომაც მხოლოდ მე მეცით თაყვანი!“
-
26
და თქვეს: „მოწყალემ შვილი დაიდგინა !“ დიდება მას! არა, ისინი პატივდადებული მსახურნი არიან!
-
27
არ ასწრებენ მას სიტყვას და ისინი მისი ბრძანების თანახმად მოქმედებენ.
-
28
იგი უწყის, რაც მათ უწინარესაა და რაც მათ შემდგომაა. და ისინი ვერავის შუამდგომლობას შეძლებენ, თუ არა ვისითაც იგი კმაყოფილია, ხოლო ისინი მისი შიშით ძრწიან!
-
29
და ვინც მათგან იტყვის: „უეჭველად, მეც ღმერთი ვარ, მის გარდა“, სწორედ მაშინ დავსჯით მას ჯოჯოხეთით. სწორედ ასე ვუზღავთ უსამართლონს !
-
30
ნუთუ ვერ დაინახეს, რომელთაც უარყვეს , რომ ცანი და მიწა ერთიანი იყო, შემდეგ ჩვენ ერთმანეთისგან გავყავით , და გავაჩინეთ ყველა სულიერი წყლიდან. ნუთუ მაინც არ ირწმუნებენ?
-
31
და ჩვენ დავადგინეთ მიწაზე მტკიცე მთები, რათა არ შეარყიოს ისინი ; და რომ მათ გაეგნოთ ჭეშმარიტი გზა, მასზე დავადგინეთ ფართო უღელტეხილები!
-
32
და ჩვენ დავადგინეთ ზეცა დამცავ სახურავად, მაგრამ მათ მასში არსებულ სასწაულებს პირი აქციეს!
-
33
და იგია, რომელმაც გააჩინა ღამე და დღე, მზე და მთვარე; ყველა პლანეტა დაცურავს თავის ორბიტაზე!
-
34
და შენ უწინ არც ერთი კაცისთვის უკვდავება არ დაგვიდგენია ჩვენ . მაშ, შენ რომ მოკვდე, ისინი უკვდავები შეიქმნებიან?
-
35
ყველა სული იგემებს სიკვდილს . და ჩვენ გცდით თქვენ სიავითა და სიკეთით , თუ როგორ მოიქცევით . და ჩვენთან იქნებით მობრუნებულნი !
-
36
და როცა დაგინახავენ შენ, რომელთაც უარყვეს, მხოლოდ გაცინვის თემად გადგენენ , „განა ესაა, რომელიც თქვენს ღვთაებებს ახსენებს?“ სწორედ ეგენი არიან მოწყალის წიგნის უარმყოფელნი!
-
37
გაჩენილია ადამიანი სულსწრაფი. სულ მალე გაჩვენებ თქვენ ჩემს აიათებს. ასე, რომ ნუ დააჩქარებთ!
-
38
და ამბობენ: „როდის აღსრულდება ეს დაპირება, თუკი თქვენ მართალს ამბობთ?“
-
39
რომ იცოდნენ, რომელთაც უარყვეს, ის ჟამი, როცა ვეღარ აიცილებენ ცეცხლს თავიანთი სახეებიდან და ვერც თავიანთი ზურგებიდან; და როცა აღარ ეყოლებათ შემწე!
-
40
უეჭველად, იგი მიეწევა მათ მოულოდნელად, ამგვარად ელდა დაეცემათ მათ. უკვე ისინი ვეღარ შეძლებენ მის არიდებას და არ მიეცემათ მათ გადავადება!
-
41
და ვფიცავ, შენამდეც გაცინვის საგანი გახდნენ შუამავალნი, მაგრამ მათ შემოერტყათ გარს იგი, რაზეც გასცინოდნენ!
-
42
უთხარი: „ვინ დაგიცავთ თქვენ დღისით და ღამით მოწყალისგან ?“ მაგრამ ისინი პირს იბრუნებენ თავიანთი უფლის ხსენებისგან.
-
43
ნუთუ მათ ჰყავთ დამცავი ღვთაებები ჩვენს გარდა? არ ძალუძთ შეწევნა საკუთარი თავის და ვერც ეგენი ჰპოვებენ ჩვენგან შველას!
-
44
დიახ, ჩვენ გადავუვადეთ მათ და მათ მამებს იქამდე, სანამ იცოცხლეს. განა ჯერ კიდევ ვერ ხედავენ, როგორ მოვდივართ მიწაზე და როგორ ვაცლით მას კიდეებიდან ? მაშ, ეგენი არიან გამარჯვებული?
-
45
უთხარი: „მე თქვენ მხოლოდ ზეშთაგონებით შეგაგონებ .“ მაგრამ ყრუნი ვერ გაიგონებენ ძახილს მაშინაც კი, როცა შეაგონებენ!
-
46
ხოლო თუ მათ შეეხებათ სიო შენი ღმერთის სასჯელისგან, უთუოდ იტყვიან: „ვაი ჩვენ! უეჭველად, ჩვენ ვიყავით უსამართლონი !“
-
47
და ჩვენ განვაწესებთ სამართლის სასწორებს აღდგომის დღეს, მაშინ არავინ არ დაიჩაგრება. და მდოგვის მარცვლის ოდენაც რომ იყოს, მას მოვიტანთ. და საკმარისი ვართ ჩვენ ანგარიშმსწორებლებად !
-
48
და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას და ჰარუნს ფურყანი , სინათლედ და შეხსენებად ღვთისმოშიშთათვის,
-
49
რომელნიც უხილველად შიშობენ თავიანთი ღმერთისგან, და სწორედ ეგენი არიან მოშიშნი იმ საათისგან !
-
50
და ეს დალოცვილი შეხსენება ჩვენს მიერაა ზეგარდმოვლენილი. ნუთუ თქვენ ჯერ კიდევ უარმყოფელნი ხართ მისი?
-
51
და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ იბრაჰიმს არასწორის გარჩევის უნარი მანამდე და ჩვენ მას ვუწყოდით !
-
52
აკი, უთხრა მან თავის მამას და თავის ხალხს: „რა არის ეს ქანდაკებები, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით?“
-
53
მიუგეს: „ჩვენ ვჰპოვეთ , მას ეთაყვანებოდნენ ჩვენი მამები “.
-
54
უთხრა : „ვფიცავ, თქვენც და თქვენი მამებიც ცხად გზააბნევაში ხართ!“
-
55
უთხრეს: „შენ ჭეშმარიტება მოგვიტანე, თუ ერთ-ერთი მასხარა ხარ?“
-
56
უთხრა : „არა! თქვენი ღმერთი ცათა და ქვეყნის ღმერთია, რომელმაც ისინი გააჩინა. და მეც მოწმეთაგანი ვარ ამ სიმართლისა!
-
57
და ვფიცავ ალლაჰს! უთუოდ ვუმზაკვრებ თქვენს კერპებს, როცა წახვალთ და შებრუნდებითო!“
-
58
მერე ისინი დაამსხვრია ნაწილ-ნაწილად, გარდა მათგან დიდისა , ეგების მათ მისთვის მიემართათ!
-
59
თქვეს: „ვინ მოექცა ასე ჩვენს ღვთაებებს? უეჭველად, იგი უსამართლოთაგანია!“
-
60
უთხრეს : ,,გავიგონეთ, ყმაწვილი, სახელად იბრაჰიმი აუგად იხსენიებდა მათ.“
-
61
თქვეს: „მაშ, მოიყვანეთ იგი ხალხის თვალწინ, ეგების მათ დაამოწმონ!“
-
62
უთხრეს : „ჰეი, იბრაჰიმ! განა შენ მოექეცი ასე ჩვენს ღვთაებებს?“
-
63
მიუგო: „არა, იქნებ ეს ჰქმნა მათგან უდიდესმა. მაშ, ჰკითხეთ მათ , თუკი შეძლებენ პასუხის გაცემას!“
-
64
მაშინ თავიანთ თავს მიუბრუნდნენ და თქვეს: ,,უეჭველად, თქვენ ხართ უსამართლონი!“
-
65
მერე თავისას დაუბრუნდნენ : ,,ვფიცავ, იცოდი შენ, რომ ამათ ლაპარაკი არ შეეძლოთ!“
-
66
უთხრა: „ნუთუ ჯერ კიდევ თაყვანს სცემთ სხვას, მაგიერ ალლაჰისა, რასაც თქვენთვის არც სარგებლის მოტანა შეუძლია და არც ზიანის მიყენება?
-
67
გრცხვენოდეთ თქვენ და რასაც თქვენ ეთაყვანებით, ალლაჰის გარდა! განა არ უნდა მოუხმოთ გონებას ?“
-
68
თქვეს: „დაწვით იგი და გამოექომაგეთ თქვენს ღვთაებებს, თუკი რაიმეს გამკეთებელნი ხართ თქვენ!“
-
69
ჩვენ ვთქვით: „ჰეი, ცეცხლო! იქმენ სიგრილედ და უვნებლად იბრაჰიმის მიმართ!“
-
70
და ისურვეს მისი ვნება, მაგრამ ჩვენ ისე მოვაწყეთ, რომ მათ ნახეს უდიდესი ზარალი!
-
71
და ჩვენ გადავარჩინეთ იგი და ლუტი და მივიყვანეთ მიწაზე, რომელიც ვქმენით დალოცვილად სამყაროთათვის!
-
72
და ჩვენ ვაჩუქეთ მას ისჰაყი და კიდევ იაღყუბი, და ვქმენით ისინი მართლებად!
-
73
ჩვენ დავადგინეთ ისინი წინამძღოლებად, რომლებიც ჩვენი ბრძანებით სწორ გზაზე ადგენდნენ . ჩვენ შთავაგონებდით მათ სიქველე ეკეთებინათ, ელოცათ, გაეღოთ ზექათი და ისინი მხოლოდ ჩვენი თაყვანისმცემელნი იყვნენ!
-
74
და ლუტი, რომელსაც ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა და ვიხსენით იგი იმ სოფლისგან, სადაც სისაძაგლეებს სჩადიოდნენ. უეჭველად, ისინი იყვნენ უკეთურნი და უზნეონი!
-
75
და შევიფარეთ იგი ჩვენს მოწყალებაში. უეჭველად, იგი ერთ-ერთი მართალთაგანი იყო!
-
76
და ნუჰი, აკი შეგვევედრა წინათ . მაშინ ჩვენ შევისმინეთ მისი ვედრება, ასე გადავარჩინეთ იგი და მისი ოჯახი უდიდესი უბედურებისგან .
-
77
და ჩვენ შევეწიეთ მას იმ ხალხისგან, რომელთაც ჩვენი სასწაულები ცრუდ შერაცხეს. უეჭველად, ისინი იყვნენ უკეთური ხალხი, ამიტომაც დავახრჩეთ ერთიანად!
-
78
და დავუდი და სულეიმანი, აკი, გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ყანის თაობაზე, როცა ღამით შეიჭრა მასში სხვისი ცხვრის ფარა. და ჩვენ ვიყავით მოწმენი მათი სამსჯავროსი .
-
79
ამგვარად, ჩვენ ვამცნეთ სულეიმანს იგი და ორივეს ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა. და ჩვენ დავუმორჩილეთ მთები და ჩიტები, რათა დავუდთან ერთად განედიდებიათ ღმერთი. და ეს ყველაფერი ჩვენ ვჰქმენით!
-
80
და ჩვენ შევასწავლეთ მას აბჯრის გაკეთების ხელოვნება თქვენთვის , რათა თქვენ თავი დაიცვათ საფრთხისგან. მაშ, ხართ თქვენ მადლიერნი?
-
81
და სულეიმანს ძლიერი ქარი, დაქროდა მისი ბრძანებით დედამიწაზე, რომელიც დალოცვილი ვქმენით იქ . და ჩვენ ყველაფერი ვიცით!
-
82
და ეშმაკთაგან, რომელნიც მისთვის ყვინთავდნენ და ასრულებდნენ სხვა საქმეებსაც . ჩვენ ვდარაჯობდით მათ!
-
83
და ეიუბი, აკი მოუხმო თავის უფალს: „უეჭველად, მე მეწია უბედურება და შენ ხარ ყოვლად მოწყალე მოწყალეთა შორის!“
-
84
ჩვენ შევისმინეთ მისი ვედრება, მოვაშორეთ უბედურება და ვუბოძეთ მას თავისი ოჯახი და ერთი იმდენიც მათთან ერთად ჩვენგან მოწყალებად და შეგონებად მსახურთათვის!
-
85
და ისმაილი, იდრისი და ზულ-ქიფლი. ყოველი მათგანი იყო მომთმენი!
-
86
და შვიყვანეთ ჩვენ ისინი ჩვენეულ მოწყალებაში. უეჭველად, ისინი იყვნენ მართალთაგანი!
-
87
და ზენნუნი აკი, წავიდა განრისხებული . იფიქრა, რომ ჩვენ ვერ ვძლევდით მას . შემდეგ შეევედრა წყვდიადიდან : „რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა შენი! დიდება შენდა! უეჭველად, მე უსამართლოთაგანი ვარ !“
-
88
ამგვარად, ჩვენ შევისმინეთ მისი ვედრება და ვიხსენით იგი მწუხარებისგან. და ასე დავიხსნით ჩვენ მორწმუნეებს!
-
89
და ზაქარია, აკი შეევედრა თავის ღმერთს: „ღმერთო ჩემო! არ დამტოვო ეული , რამეთუ შენ საუკეთესო მემკვიდრეობის მბოძებელი ხარ !“
-
90
შევისმინეთ მისი ვედრება და ვუბოძეთ მას იაჰია და ვქმენით მისი ცოლი ამის შემძლე. უეჭველად, ისინი ისწრაფოდნენ სიქველისკენ, გვიხმობდნენ სასოებით და შიშით, და იყვნენ ჩვენდამი მოკრძალებულნი!
-
91
და რომელმაც შეინახა პატიოსნება. მაშინ ჩვენ ჩავბერეთ მასში ჩვენი სულისგან და დავადგინეთ იგი და ძე მისი სასწაულად სამყაროთათვის!
-
92
უეჭველად, თქვენი ეს სარწმუნოება ერთი და იგივე სარწმუნოებაა . და მე თქვენი ღმერთი ვარ. მაშ, თაყვანი მეცით მე!
-
93
და გაიყვნენ ერთურთის მოწინააღმდეგეებად თავიანთ საქმეში. მაგრამ ყოველი ჩვენთან მოიქცევა!
-
94
მაშ, ვინც, როგორც მორწმუნე, იქმს სიქველეს, ღვაწლი მისი არ იქნება უარყოფილი. და უეჭველად, ჩვენ ვიწერთ ამას მისთვის!
-
95
და აკრძალულია იმ ქალაქის მკვიდრთათვის, რომელიც გავანადგურეთ, რომ ეგენი უკან დაბრუნდნენ!
-
96
ბოლოს და ბოლოს, როცა გათავისულდებიან იეჯუჯ-მეჯუჯი, ყოველი მთიდან თავს დაესხმიან!
-
97
და როცა მოახლოვდება ჭეშმარიტი აღთქმა , სწორედ მაშინ, რომელთაც უარყვეს, მზერა გაუშტერდებათ: „ვაი ჩვენ! უგულისყურო ვიყავით ამის მიმართ. თურმე უსამართლონი ვყოფილვართ!“
-
98
უეჭველად, თქვენ და ისინი, რასაც ეთაყვანებით, გარდა ალლაჰისა, შეშა ხართ ჯოჯოხეთისა, თქვენ იქ იქნებით მოთავსებულნი!
-
99
რომ ყოფილიყვნენ ეგენი ღვთაებები, არ შევიდოდნენ იქ. და ყველა იქ იქნებიან სამუდამოდ!
-
100
მათთვის იქ მძაფრი კვნესაა, და ეგენი იქ ვერაფერს გაიგონებენ!
-
101
უეჭველად, რომელთაც ეწიათ ჩვენგან სიკეთე, სწორედ ეგენი მისგან შორს მყოფნი არიან!
-
102
არ მოესმინებათ მისი ხმაური და ეგენი მარად იქნებიან მასში , რასაც ისურვებენ მათი სულები!
-
103
არ დაამწუხრებთ მათ უდიდესი შიში და ანგელოზები დახვდებიან მათ : „ეს თქვენი დღეა, რომელიც აღგეთქვათ!“
-
104
იმ დღეს ჩვენ ზეცას დავგრაგნით, როგორც გრაგნილებს წიგნთათვის. როგორც დავიწყეთ თავდაპირველად, ჩვენი აღთქმის თანახმად, აღვადგენთ მას ხელმეორედ. უეჭველად, ჩვენ ვართ მქმნელნი !
-
105
და ვფიცავ, ჩვენ ჩავწერეთ გახსენების შემდეგ ზებურში, რომ ქვეყანას იმემკვიდრებენ ჩემი ერთგული მსახურნი!
-
106
უეჭველად, ამაში ცნობარია თაყვანისმცემელ ხალხთათვის!
-
107
და არ წარგვიგზავნიხარ შენ , თუ არა მოწყალებად სამყაროთათვის !
-
108
თქვი: „მე მხოლოდ ზეშთამეგონა, რომ თქვენი უფალი ერთადერთი ღმერთია. ნუთუ კიდევ არ შეიქმნებით თქვენ მუსლიმებად?!
-
109
ამის მერე თუ ზურგს აქცევენ, მაშინ უთხარი: გამცნობთ თქვენ ყველას, განურჩევლად და არ ვუწყი ახლოსაა თუ შორს ის, რაც აღგეთქვათ!
-
110
უეჭველად, იგი უწყის, რასაც ცხადად წარმოთქვამთ და რასაც მალავთ!
-
111
არ ვიცი! იქნებ ეს ერთგვარი გამოცდაა თქვენთვის და სარგებლობა განსაზღვრულ დრომდე!“
-
112
თქვა : „ღმერთო ჩემო! განსაჯე ჭეშმარიტებით ! მოწყალე ღმერთი მფარველია ჩვენი იმისგან, რასაც თხზავთ თქვენ.