-
1
ჰა. მიმ.
-
2
ვფიცავ,ცხადწიგნს!
-
3
უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ იგი არაბულ ყურანად , ეგების მოუხმოთ გონებას!
-
4
და უეჭველად, იგი დედა წიგნშია ჩვენთან. უთუოდ, უბრწყინვალესია, სიბრძნის განმცხადებელია.
-
5
განაშევწყვეტთ და შევაკავებთ შეხსენებას თქვენთვის იმის გამო, რომ თქვენ გარდაიქეცით ზღვარგადასულ ხალხად?
-
6
და რამდენიწარმოვგზავნეთ შუამავალთაგან აწგარდასულებში!
-
7
და არ მოსულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ არ დაეცინათ მისთვის.
-
8
მაშინ დავღუპეთისინიც, რომელნიც მათზე უფრო ძლიერნი იყვნენ, რამეთუ განვლო აწგარდასულთა მაგალითმა.
-
9
და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწა? უთუოდ, გიპასუხებენ: გააჩინა ისინიძლევამოსილმა,ბრძენმა“.
-
10
რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა სარეცელად და დაადგინა მასზე თქვენთვის გზები, ეგების ჭეშმარიტი გზა გაგეგნოთ თქვენ.
-
11
და რომელმაც გარდმოავლინა ზეციდან წყალი ზომიერად. ამგვარად, მისით გავაცოცხლეთ მკვდარი მიწა. სწორედ ასე აღმოცენდებით !
-
12
რომელმაც გააჩინა ყველაფერი წყვილად და დაადგინა თქვენთვის ხომალდთაგან და საქონელთაგან,რაზეც სხდებით,
-
13
რათა მოთავსდეთ მათ ზურგზე. მერე გაიხსენოთ წყალობა თქვენი ღმერთის, როცა მოთავსდებით მასზე და თქვათ: „დიდებამას, რომელმაც ჩვენს განკარგულებაში მოგვცა ეს, რამეთუ ჩვენვერ შევძლებდით მასთან მიახლოვებას.
-
14
და უეჭველად, ჩვენს ღმერთთან მივიქცევით!
-
15
და დაადგინეს მის ნაწილად მისივე მსახურთაგან. უეჭველად, ადამიანი აშკარა უმადურია!
-
16
ნუთუმან გაჩენილთაგან ასულები დაიდგინა და თქვენ ძეებით დაგასაჩუქრათ?
-
17
და როცაახარებენ რომელიმემათგანსიმას,რასაცისინიმოწყალესმიაწერენ,დაეფარება სახე შავად, სიბრაზის გამო.
-
18
ნუთუ ვინც იზრდება სინაზეში და რომელიც არ გამოირჩევა პაექრობაში?
-
19
და დაადგინეს ანგელოზები, რომელნიც მსახურნი არიან მოწყალისა,მდედრებად. განამოწმენი იყვნენ გაჩენისა? ჩაწერილ იქნება მათი მოწმეობა და დაიკითხებიან.
-
20
და თქვეს: „რომ ენება მოწყალეს, არ ვეთაყვანებოდით იმათ.“ მათ არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე.ისინი მხოლოდ სიცრუეს თხზავენ.
-
21
ნუთუ ვუბოძეთ მათ მასზე წინ წიგნი, რაზეც ისინი არიან ჩაჭიდებულნი?
-
22
არამცდაარამც! მათთქვეს: „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამები ამ სჯულზე და ჭეშმარიტად მათ კვალზე ვადგავართ.“
-
23
და ამგვარად, არ წარმოგვიგზავნია არც ერთ ქალაქში შენამდე რომელიმე შემგონებელი, რომ იქ არ ეთქვათ ფუფუნებაში განებივრებულთ: „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამებიამ სჯულზე და უეჭველად, მათ კვალზე მივდივართ.“
-
24
თქვა :„რომ მოვსულიყავი თქვენთან უფრო ჭეშმარიტითიმაზე, რაზეც ჰპოვეთ თქვენი მამები?მიუგეს:„უეჭველად, რითიც წარმოიგზავნეთ, უარვყოფთ მას!“
-
25
ამიტომაც დავსაჯეთ ისინი. მაშ, შეხედე,როგორი იყო აღსასრული ცრუდ შემრაცხველთა!
-
26
და აკი, უთხრა იბრაჰიმმა თავის მამას და თავის ხალხს: „უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც ეთაყვანებით,
-
27
გარდა, რომელმაც გამაჩინა. უეჭველად, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზას!
-
28
და დაადგინა იგი სიტყვად მარადიულად მის შემდგომში , ეგების უკუმოიქცნენ!
-
29
არა, ვასარგებლე სიკეთით ეგენი და მათი მამები, ვიდრე მოევლინებოდა მათ ჭეშმარიტება და შუამავალი ცხადმყოფი.
-
30
და როცა მოევლინათ მათ ჭეშმარიტება,თქვეს: „ეს ჯადოქრობაა და უეჭველად, ჩვენ უარვყოფთ მას.“
-
31
დათქვეს: „რა მოხდებოდა, რომ ზეგარდმოვლენოდაეს ყურანი რომელიმე დიდებულ კაცზე ამ ორი ქალაქიდან?“
-
32
განა ისინი ანაწილებენ წყალობას შენი ღმერთისას?ჩვენ გავუნაწილეთ მათ საარსებო მათი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და უპირატესვყავით ერთიმეორეზე ხარისხებად,რათა ერთ ნაწილს მბრძანებლობაში მოექცია მეორე ნაწილი. თუმცაღა წყალობა შენი ღმერთისა უკეთესია იმაზე,რასაც ისინი აგროვებენ .
-
33
და რომარყოფილიყო საშიშროება ხალხის ერთ თემად მოქცევისა, უთუოდ, დავუდგენდით იმათ, ვინც უარყო მოწყალე, სახლთა სახურავებს ვერცხლისგან და კიბეთ, რომელზეც ავიდოდნენ.
-
34
აგრეთვემათ სახლებს, კარებს და სავარძლებს, რაზეც წამოწვებოდნენ;
-
35
ასევე ოქროს. ოღონდ ეს ყველაფერი ამქვეყნიური, დროებითი საბადებელია,ხოლო საიქიო შენს ღმერთთანაა ღვთისმოშიშთათვის.
-
36
და ვინც თავს აარიდებს მოწყალის ხსენებას,მივუჩენთ მას ეშმაკს. ამგვარად, იგი მისი უახლოესი მეგობარი იქნება.
-
37
უეჭველად, ისინიააცდენენ მათ გზიდან, თუმცაღა მათ ეგონებათ, რომ ჭეშმარიტ გზას ადგანან,
-
38
ხოლო, როცა მოვა ჩვენთან,ეტყვის: „ნეტავ, ჩემსა და შენს შორის გადაიჭიმოს მანძილი ორი აღმოსავლეთის ტოლი ! რაოდენცუდიამხანაგიხარ!“
-
39
და დღეს აღარაფერი აღარ გარგებთ, რამეთუ უსამართლობა ჰქმენით. უეჭველად, თქვენ ზიარ ხართ სასჯელში.
-
40
ნუთუ შენ შეასმენ ყრუსან ბრმას დაადგენ ჭეშმარიტ გზაზე, ვინც აშკარა ცდომილებაშია?
-
41
მაგრამ შენ, უთუოდ, წაგიყვანთ. სწორედ მაშინ, უსათუოდ, ჩვენ მათზე შურისმგებელნი ვართ.
-
42
ან უთუოდ, გაჩვენებთ შენ, რაც აღვუთქვით მათ, რამეთუ ჩვენ ესეც გვძალუძს.
-
43
მაშ, ჩაეჭიდე იმას, რომელიც ზეშთაგეგონა შენ. უეჭველად,შენჭეშმარიტ გზას ადგახარ!
-
44
უეჭველად, იგი შეხსენებაა შენთვის და შენი ხალხისთვის. და თქვენ ამისშემდგომმოგეკითხებათ.
-
45
და ჰკითხე, ვინც ჩვენ წარმოვგზავნეთ შენამდე ჩვენს შუამავალთაგან: განა დავადგინეთ სხვა ღვთაებები სათაყვანოდ, გარდა მოწყალისა?
-
46
და ვფიცავ, წარვგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებით ფარაონთან და თავის ხალხთან. მაშინ უთხრა: „უეჭველად, მე შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთის.“
-
47
მაგრამ როცაჩვენი სასწაულებით მივიდამათთან, მაშინ ისინი მასზე იცინოდნენ.
-
48
და ერთი სასწაულიც არ გვიჩვენებია მათთვის, რომ იგი უფრო დიდი არ ყოფილიყო წინათ არსებულზე. და შევიპყარით ისინი სასჯელით, ეგების უკუმოიქცნენ!
-
49
და უთხრეს : „ჰეი,ჯადოქარო ! შესთხოვე შენს ღმერთს ჩვენთვის, შენდამი აღთქმის თანახმად. მაშინ ჩვენ, უთუოდ, ჭეშმარიტ გზას დავადგებით!“
-
50
მაგრამ როცა მოვაცილებთ სასჯელს,მაშინვე არღვევენ .
-
51
და შესძახა ფარაონმათავისხალხს: „ჰეი,ხალხო ჩემო! განამე არ მეკუთვნის სამფლობელო ეგვიპტის და ეს მდინარეები, რომელიც მიედინება ჩემს ფერხთით ?ნუთუ არღა გულისხმაჰყობთ ?!
-
52
ნუთუ არ ვარ ამ მდაბიოზე უკეთესი, იგი გასაგებადაც ვერ მეტყველებს?
-
53
მაშინ ხომ უნდა ჰკეთებოდასამაჯურნი ოქროსი? ან ხომ უნდა მოსულიყვნენ მასთან ერთად ანგელოზნი?
-
54
ამგვარად, გააბრიყვა თავისი ხალხი დაისინი დამორჩილდნენმას. უეჭველად, გზააბნეულნი ხალხი იყვნენ ისინი.
-
55
ბოლოს და ბოლოს განგვარისხეს,შურივიძიეთმათზედადავახრჩეთერთიანად.
-
56
ამგვარად, ისინი დავადგინეთ წინამორბედებადდაიგავადშემდგომთათვის.
-
57
დაროცადადგენილ იქნა ძე მარიამისა მაგალითად, მაშინ შენი ხალხი სიხარულით ყიჟინებდნენ.
-
58
და თქვეს:„განა ჩვენიღვთაებები უფრო უკეთესი არიანთუიგი? არ მოუყვანიათ იგი შენთვის მაგალითად, თუ არა საკამათოდ. არა, ეგენი მავნებელი ხალხი არიან!
-
59
იგი მსახურია მხოლოდ, რომელზეც წყალობა მოვიღეთ და დავადგინეთ მაგალითად ისრაილის შვილთათვის.
-
60
და რომგვენება, უეჭველად, დავადგენდით თქვენს ნაცვლად ანგელოზებს, რომელნიც იმემკვიდრებდნენ .
-
61
და უეჭველად,იგი ერთგვარი ცოდნაა იმ საათისთვის . მაშ, ეჭვი არ გაგიჩნდეთ მის მიმართ. და მომყევით მე! ესაა ჭეშმარიტი გზა.
-
62
დაე, არ გაცდუნოთ ეშმაკმა, რამეთუ იგი აშკარა მტერია თქვენი.
-
63
და როცამოვიდა ღისა ცხადი მტკიცებულებებით,თქვა:მოვედითქვენთანსიბრძნით, რომ განვმარტო თქვენთვის ზოგი რამ, რომლის თაობაზეც დაობდით. მაშ, იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავი და გამომყევით მე!
-
64
უეჭველად, ალლაჰი იგიჩემი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. მაშ, თაყვანი ეცით მას.სწორედ, რომ ესაა გზა ჭეშმარიტი!“
-
65
ამის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთში უთანხმოებას მიეცნენ . ვაიმათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, მწარე სასჯელით აღსავსე დღეს!
-
66
ნუთუ ისინი მხოლოდ ელოდებიან ჟამს, რომელიც უეცრად ეწევათ და ვერ იგრძნობენ?
-
67
გულწრფელი მეგობრები იმ დღეს ერთიმეორის მტრებად მოიქცევიან, გარდა ღვთისმოშიშებისა.
-
68
ჰეი,მსახურნო ჩემნო! შიში არ გექნეთ დღეს და არცა დამწუხრდეთ თქვენ,
-
69
რომელთაც ირწმუნეთ ჩვენი აიათები და იყავით მუსლიმები!
-
70
შედით სამოთხეში თქვენ და მეუღლენი თქვენი, (სადაც) ნეტარ იქნებით!
-
71
და გარს ეხვევა მათსინები დათასებიოქროსიდა იქაა,რასაც ისურვებენ სულნიდარითიცდატკბებიანთვალნი. და თქვენ იქ სამუდამოდ დამკვიდრდებით.
-
72
აისამოთხე, რომელიც დაიმკივდრეთ იმის სანაცვლოდ, რასაც აკეთებდით.
-
73
თქვენთვისაა მასში საჭმელად მრავალიხილი.
-
74
უეჭველად, ცოდვილნი ჯოჯოხეთის ტანჯვაში მარადიულნი იქნებიან.
-
75
არასოდესშემსუბუქდება მათი სასჯელი და ისინი მასში სასოწარკვეთილნი იქნებიან.
-
76
და ჩვენ არ მოვპყრობივართ მათ უსამართლოდ, მაგრამ ისინი თავად იყვნენ უსამართლონი.
-
77
და გასძახებენ:„ჰეი,მალიქ (ჯოჯოხეთის მცველო)! დაე,შენმაღმერთმააღგვასრულოს!“უპასუხებს:„უეჭველად, თქვენ მარად დარჩებით !“
-
78
ვფიცავ, მოვედით ჭეშმარიტებით ,მაგრამ გძაგთ ჭეშმარიტებაუმრავლესობას!
-
79
ნუთუ მიიღესსაბოლოოგადაწყვეტილება? უეჭველად, ჩვენ ვართ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებნი.
-
80
ნუთუფიქრობენ,რომჩვენ მათი საიდუმლო და მათი ფარულ საუბარიარგვესმის?არა! შუამავალნი ჩვენი მათ წიაღში არიან და იწერენ.
-
81
უთხარი: „რომ ჰყოლოდამოწყალესძე, მაშინ მეპირველივცემდითაყვანს.“
-
82
დიდება ცათა და ქვეყნის ღმერთს,ტახტრევნისმეუფეს! შორსააიგიიმისგან,რასაცსწამებენ.
-
83
მაშ, თავი ანებე მათ,ჩაიძირონამაოებაში და გაერთონ, ვიდრე არ ეწევათის თავიანთიდღე,რომელიცაღეთქვათ.
-
84
და იგია,რომელიც ღვთაებაა ცაში და ღვთაებაა ქვეყანაზე, და იგიბრძენია,ყოვლისმცოდნეა!
-
85
რაოდენ დიადია იგი, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნის და რაცაა მათ შორის. მის წიაღშია საათის ცოდნა და თქვენ მასთან მიიქცევით.
-
86
და არ ძალუძთ, რომელთაც მოუხმობენ გარეშე მისა , შუამდგომლობა , გარდა ვინც დაამოწმა ჭეშმარიტება . და ისინი უწყიან .
-
87
და თუჰკითხავთმათ: ვინგააჩინა ისინი, უთუოდ გიპასუხებენ: „ალლაჰმა.“ მაშ, როგორღა აქცევენ ზურგს ჭეშმარიტებას?!
-
88
ვფიცავ, უბნობას თვისა: „ო, ღმერთო ჩემო! უეჭველად, ესენი ურწმუნო ხალხი არიან!“
-
89
მაშ,მოცილდიმათდათქვი: „მშვიდობა!“მალეშეიტყობენ!