-
1
ჰა. მიმ.
-
2
ვფიცავ, ცხად წიგნს!
-
3
უეჭველად, ჩვენ გადმოვავლინეთ იგი დალოცვილ ღამეს. უეჭველად, ჩვენ ვართ შემგონებელნი.
-
4
მასში წყდება ყველა ბრძნული საქმე
-
5
ბრძანებად ჩვენი წიაღიდან. უეჭველად, ჩვენ ვართ წარმომგზავნელნი
-
6
წყალობად შენი ღმერთისგან. უეჭველად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
-
7
ღმერთია ცათა და ქვეყნის და იმის, რაცაა მათ შორის, თუკი თქვენ გსურთ ჭეშმარიტების შემეცნება!
-
8
არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. აცოცხლებს და აკვდინებს. ღმერთია თქვენი და ღმერთია თქვენ წინაპართა.
-
9
მაგრამ ისინი, ეჭვში ჩაფლულნი, ერთობიან.
-
10
მაშ, დაელოდე დღეს, როცა ზეცა მოვა ცხადი კვამლით.
-
11
შემოეხვევა ხალხს. სწორედ ესაა მწარე სასჯელი!
-
12
ღმერთო ჩვენო! აგვაცილე სასჯელი, რამეთუ უკვე მორწმუნენი ვართ.
-
13
სადაა მათთან შეხსენების შეგონება. და ვფიცავ, მოვიდა მათთან ცხადი შუამავალი.
-
14
მერე სახე იქციეს მისგან და თქვეს: „განსწავლული, შეშლილიო!“
-
15
ჩვენ სასჯელი რომ აგაცილოთ მცირე ხნით, უეჭველად, თქვენ დაუბრუნდებით .
-
16
იმ დღეს შევიპყრობთ მკაცრი შეპყრობით. უეჭველად, მივუზღავთ ჩვენ!
-
17
და ვფიცავ, გამოვცადეთ მათზე უწინ ხალხი ფარაონისა. და მივიდა მათთან ღირსეული შუამავალი:
-
18
„წარმოგზავნეთ ჩემთან ერთად ალლაჰის მსახურნი. უეჭველად, სანდო შუამავალი ვარ თქვენთვის.
-
19
და არ გამედიდურდეთ ალლაჰის წინაშე, რამეთუ მე თქვენთან მოვდივარ ცხადი მტკიცებებით.
-
20
და უეჭველად, მე მივეკედლე ჩაქოლვილისგან ღმერთს ჩემსას და თქვენსას.
-
21
და თუ არ გჯერათ ჩემი, განმეშორეთ!“
-
22
მაშინ შეჰღაღადა თავის ღმერთს: „რომ ესენი ცოდვილნი ხალხი არიან!“
-
23
„მაშ, გაუდექი გზას ჩემს მსახურებთან ერთად ღამით, რამეთუ უკან დაგედევნებიან!
-
24
და დატოვე ზღვა გახსნილად. უეჭველად, ეგ ლაშქარი დასახრჩობია.“
-
25
რამდენი ბაღნი და წყაროს თვალნი დატოვეს,
-
26
ნათესები და დიდებული ადგილსამყოფელნი
-
27
და სიკეთენი, რომელშიც ტკბებოდნენ!
-
28
აი ასე! ჩვენ დავუმკვიდრეთ იგი სხვა ხალხს.
-
29
და არ უტირია მათზე ზეცას და ქვეყანას , და არც გადაუვადდათ .
-
30
და ვფიცავ, ჩვენ ვიხსენით ისრაილის ძენი მუხანათური სასჯელისაგან-
-
31
ფარაონისგან. უეჭველად, იგი თვიმპყრობელი ზღვარგადასულთაგანი იყო.
-
32
და ვფიცავ, მაშინ ისინი განგებ ამოვარჩიეთ სამყაროთა ზედა.
-
33
და ვუბოძეთ მათ სასწაულთაგან, რაშიც იყო ცხადი გამოცდა.
-
34
ისინი უსათუოდ იტყვიან:
-
35
„არ იქნება სხვა სიკვდილი, გარდა პირველისა და ჩვენ არ ვიქნებით აღმოცენებულნი.
-
36
მაშ, მოგვიყვანეთ ჩვენი მამები, თუკი ხართ მართალნი!“
-
37
განა ისინი უკეთესნი არიან თუ ხალხი თუბბასი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ? გავანადგურეთ, რამეთუ ცოდვილნი იყვნენ ეგენი.
-
38
და ჩვენ არ გაგვიჩენია ცანი და მიწა და რაც მათ შორისაა გართობის მიზნით.
-
39
არ გაგვიჩენია ჩვენ ისინი, თუ არა ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყიან.
-
40
უეჭველად, განშორების დღე ყველასათვის წინასწარ დადგენილი ვადაა.
-
41
იმ დღეს მეგობარი ვერაფერს შეეწევა მოყვასი და არც იქნება შეწევნა მათი,
-
42
გარდა ვისზეც წყალობა მოიღო ალლაჰმა. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, მწყალობელია!
-
43
უეჭველად, იგი ხე ზაყუმისა
-
44
ცოდვილთა საკვებია...
-
45
როგორც ლითონის, იგი ადუღდება მათ მუცლებში,
-
46
ვით მდუღარე წყლის თუხთუხი.
-
47
შეიპყარით და შეათრიეთ იგი ჯოჯოხეთის შუაგულში.
-
48
მერე დაასხით თავზე სასჯელად ადუღებული წყალი.
-
49
აჰა, იგემე! აკი, შენ ძლევამოსილი, პატივდებული იყავი!
-
50
უეჭველად, ეს ისაა, რაშიც ეჭვი გეპარებოდათ!
-
51
უეჭველად, ღვთისმოშიშნი უსაფრთხო ადგილას,
-
52
ბაღებში და წყაროებში იქნებიან.
-
53
შეიმოსებიან აბრეშუმით და ატლასით, ერთურთის პირისპირ.
-
54
სწორედ ამგვარად დავაწყვილეთ ისინი ქათქათებთან, დიდთვალებიანებთან.
-
55
მოითხოვენ იქ ყოველგვარ ხილს უსაფრთხოებაში.
-
56
აღარ იგემებენ ისინი მასში სიკვდილს, გარდა პირველი სიკვდილისა. დაიფარა ისინი ჯოჯოხეთის სასჯელისგან,
-
57
წყალობად შენი ღმერთისგან. სწორედ, ეს არის უდიდესი ნეტარება!
-
58
სწორედ, ასე გავაიოლეთ იგი შენს ენაზე, ეგებ გაიხსენონ და შეისმინონ!
-
59
მაშ, დაელოდე, რამეთუ ისინიც ელოდებიან!...