-
1
უთუო მოსახდენი!
-
2
რა არის უთუო მოსახდენი?
-
3
რამ გამცნოს, რა არის უთუო მოსახდენი?
-
4
ცრუდ შერაცხეს სემუდეველებმა და ადიელებმა წარღვნის დრო.
-
5
მაგრამ სემუდეველები ამიტომაც განადგურდნენ საშინელი წამებით
-
6
და აკი, ადიელები განადგურდნენ სუსხიანი ქარიშხლით.
-
7
მიუშვა იგი მათზე შვიდი ღამისა და რვა დღის განმავლობაში დაუცხრომლად, (იქ რომ ყოფილიყავი) დაინახავდი ხალხს გაჟუჟულს, თითქოს ცარიელი ჯირგნი ხურმის ხეთა.
-
8
მაშ, განა ხედავ მათგან გადარჩენილს?
-
9
და მოვიდა ფარაონი, ისინი, ვინც მის წინ იყვნენ და დამხობილი ქალაქები, უდიდესი შეცოდებით.
-
10
ამრიგად ეურჩნენ შუამავალს თავიანთი ღმერთისას, ამიტომაც შეიპყრო ისინი მრისხანე შეპყრობით.
-
11
უეჭველად, როცა მოაწყდა წყალი გადაგიყვანეთ ხომალდით,
-
12
რათა დაგვედგინა იგი თქვენთვის შეგონებად და შემსმენ ყურთათვის დასახსომად.
-
13
მაშინ, როცა ჩაიბერება საყვირში ერთი ჩაბერვით
-
14
და როცა აიზიდება მიწი, მთები, და ჩამოიქცევა ერთი შეჯახებით,
-
15
სწორედ იმ დღეს დადგება თავზარდამცემი მოსახდენელი.
-
16
და გაიპობა ზეცა, უკვე იმ დღეს წონასწორობადაკარგული
-
17
და ანგელოზთ მის კიდეებზე მოაქვთ თავს ზემოდან შენი ღმერთის ძლევამოსილების ტახტრევანი, რვანს იმ დღეს.
-
18
იმ დღეს წარსდგებით და არც ერთი საიდუმლოება არ დარჩება დაფარული.
-
19
მაშინ ვისაც ებოძება თავისი წიგნი მისივე მარჯვენაში, იტყვის: აჰა, წაიკითხეთ ჩემი წიგნი!
-
20
უეჭველად, მე ვუწყოდი, რომ გადავეყრებოდი ჩემს ანგარიშსწორებას.
-
21
მას ნეტარი ცხოვრება ელის
-
22
უმაღლეს სამოთხეებში!
-
23
ნაყოფი მისი დახუნძლული.
-
24
ჭამეთ და სვით შერგებულად, ჯილდოდ იმისთვის, რაც აკეთეთ წარსულ დღეებში!
-
25
მაგრამ ვისაც მიეცა თავისი წიგნი მისივე მარცხენაში, იტყვის: ნეტავ, არ მომცემოდა ჩემი წიგნი
-
26
და არ მცოდნოდა, რაა ჩემი სასჯელი!
-
27
ნეტავ, იგი ყოფილიყო დასასრული!
-
28
ვერ შემეწია ჩემმა ქონებამ,
-
29
მოისპო ძალაუფლება ჩემი!
-
30
შეიპყარით და შეკარით იგი,
-
31
შემდეგ აალებულ ცეცხლში შეუნთეთ,
-
32
მერე ჯაჭვით, რომლის სიგრძე სამოცდაათი წყრთაა, ამგვარად ჩაუშვით იგი!
-
33
რამეთუ მას არ სწამდა დიადი ალლაჰის
-
34
და არ მოუწოდებდა, დაეპურებინა ღარიბნი.
-
35
ამიტომაც, არ არს მისთვის აქ დღეს მეგობარი
-
36
და არც საკვები, გარდა ჩირქისა,
-
37
არ მიირთვამს მას, გარდა განზრახ ცოდვის ჩამდენთა.
-
38
არა, ვფიცავ იმას, რასაც ხედავთ,
-
39
და იმასაც, რასაც ვერ ხედავთ!
-
40
უეჭველად, იგია (წმინდა ყურანი) ძვირფასი შუამავალის (მთავარანგელოზ ჯიბრაილის) გადმოცემული სიტყვა,
-
41
იგი არ არის პოეტის სიტყვა. რაოდენ მწირია თქვენი რწმენა!
-
42
და არც სიტყვაა წინასწარმეტყველის. რაოდენ მწირია თქვენი თვალთახედვა!
-
43
ზეგარდმოვლენილია სამყაროთა ღმერთისგან.
-
44
და რომ შეეთხზა ჩვენს წინააღმდეგ ზოგი სიტყვა,
-
45
უთუოდ, შევიპყრობდით მარჯვენათი,
-
46
მერე უთუოდ, გადავუჭრიდით მას გულის ძარღვს.
-
47
სხვათა შორის, თქვენგან არც ერთს არ შეუძლია შეკავება .
-
48
და უეჭველად, იგი შეგონებაა ღვთისმოშიშთათვის.
-
49
და უეჭველად, ვუწყით, რომ თქვენში არსებობენ ცრუდ შემრაცხველნი.
-
50
და უეჭველად, იგი მწუხარებაა ურწმონოთათვის.
-
51
და უეჭველად, იგი ჭეშმარიტებაა ცხადი.
-
52
მაშ, ადიდე შენი ღმერთი დიდებული სახელით!