-
1
უეჭველად, ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, რომ: „შეაგონე შენი ხალხი ვიდრე მიეწევა მათ სასჯელი მწარე“!
-
2
უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად , მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის.
-
3
თაყვანი ეცით ალლაჰს, გეშინოდეთ მისი და გამომყევით მე!
-
4
რომ მოგიტევოს, შეცოდებანი თქვენი და გადაგივადოს დათქმულ დრომდე . უეჭველად, ალლაჰის დადგენილი ვადა როცა დადგება, არ გადავადდება, რომ იცოდეთ თქვენ!
-
5
თქვა: ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე მოვუწოდებდი ჩემს ხალხს დღე და ღამე,
-
6
მაგრამ არაფერი შეჰმატა მათ ჩემმა მოწოდებამ, თუ არა გაქცევა .
-
7
და უეჭველად, მე როცა ყოველჯერ მოვუწოდებდი მათ იმისთვის, რათა მიგეტევებია, იცობდნენ თითებს ყურებში, იფარებდნენ თავიანთ სამოსელს და იჟინებდნენ ამპარტავნობას ქედმაღლურად.
-
8
მერე, უეჭველად, მოვუწოდე მათ ხმამაღლა,
-
9
მერე, უეჭველად, გამოვუცხადე თან საჯაროდ და თანაც დაფარულად.
-
10
და ვუთხარი: მიტევება შესთხოვეთ თქვენს ღმერთს, რამეთუ იგი ყოვლისმიმტევებელია.
-
11
იგი ზეგარდმოგივლენთ ზეციდან უხვად წვიმას
-
12
და იგი შეგეწევა თქვენ ქონებითა და შვილებით, დაადგენს თქვენთვის ბაღებს და მდინარეებს.
-
13
რა გემართებათ თქვენ, რომ არ გულისხმაჰყოფთ ალლაჰის სიდიადეს?
-
14
როდესაც მან გაგაჩინა თქვენ სხვადასხვა სტადიებში ,
-
15
განა ვერ ხედავთ, როგორ გააჩინა ალლაჰმა შვიდი ზეცა სართულებად?
-
16
და დაადგინა მთვარე მათ შორის სინათლედ და მზე ლამპრად.
-
17
და ალლაჰმა გაგაჩინა თქვენ მიწისგან მცენარედ,
-
18
მერე დაგაბრუნებს თქვენ იქ და გამოგიყვანს იქიდან.
-
19
და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის დედამიწა ხალიჩად
-
20
იმისთვის, რომ იმოგზაუროთ მის ფართო უღელტეხილებზე.
-
21
თქვა ნუჰმა: ღმერთო ჩემო! უეჭველად, მათ მეურჩნენ მე და გაჰყვნენ იმას, ვისაც ვერ შეჰმატა ქონებამ და შვილმა ვერაფერი, გარდა ზიანისა.
-
22
მათ ხრიკი ჩაიფიქრეს უდიდესი
-
23
და თქვეს: არ მიატოვოთ თქვენი ღვთაებები: არც ვედდი და არც სუვაღი, არც იეღუსა, არც იეღუყე და არც ნესრა.
-
24
და მათ უკვე ბევრი აცდუნეს, და არა შეჰმატა უსამართლოებს, გარდა ცდომილებისა.
-
25
თავიანთი ცოდვის გამო დაიხრჩნენ, შემდეგ შეყვანილ იქნებია ცეცლში და ვერღა ჰპოვებენ მფარველთ, გარდა ალლაჰისა.
-
26
და თქვა ნუჰმა: ღმერთო ჩემო! არ დატოვო დედამიწის ზურგზე არც ერთი მოსიარულე ურწმუნო.
-
27
უეჭველად, შენ თუ დატოვებ მათ, აცდუნებენ ისინი შენს მსხურებს და არ შობენ ისინი, თვინიერ თავხედისა ურწმუნოსი.
-
28
ღმერთო ჩემო! მომიტევე მე, ჩემს მშობლებს და ვინც შემოვიდა ჩემს სახლში მორწმუნედ, და მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს და არაფერი შეჰმატო უსამართლოებს, გარდა განადგურებისა.