-
1
თქვი: შთამეგონა მე, რომ მოისმინა კრებულმა ჯინთაგან, რის შემდეგ თქვეს: უეჭველად, მოვისმინეთ ყურანი საოცარი!
-
2
მას მიჰყავს ჭეშმარიტი გზისკენ, უკვე ვირწმუნეთ იგი და აღარ დავუდგენთ თანაზიარს ჩვენს ღმერთს.
-
3
და უეჭველად, ჩვენი ღმერთის დიდებულება უზენაესია! არ დაუდგენია მას მეუღლე და არც ძე.
-
4
ჭეშმარიტად, ალლაჰის თაობაზე ჩვენი უგუნური უსაფუძვლოდ ჩმახავდა.
-
5
და უეჭველად, ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს იტყოდა ადამიანი და ჯინი ალლაჰის თაობაზე სიცრუეს.
-
6
და იყვნენ კაცნი ადამიანთაგან, რომელნიც ეკედლებოდნენ ჯინთაგან კაცთ, ამრიგად, გაუცხარეს მათ სიშმაგე.
-
7
და მათ ჩათვალეს ისე, როგორც თქვენ გეგონათ, რომ არსადროს აღმოაცენებს ალლაჰი არავის.
-
8
„უეჭველად, ჩვენ შევეხეთ ზეცას. მაშინ ვჰპოვეთ იგი სავსე მძლე მცველებით და მწველი ცეცხლებით.
-
9
და უეჭველად, ჩვენ ვსხდებოდით იქ სავარძლებში, რათა მიგვეყურადებია, მაგრამ ვინც ისურვებს ახლა მიყურადებას, მისთვისაა მწველი ცეცხლი დადარაჯებული.
-
10
და უეჭველად, ჩვენ არ ვუწყით ავი ნებაა დასახული იმათთვის, ვინც მიწაზეა თუ ნებაა მათთვის თავიანთი ღმერთისგან ჭეშმარიტ გზაზე დადგენა.
-
11
და უეჭველად, ჩვენში არიან კეთილის მქმნელნი და ჩვენში არიან გარეშე ამისა. და სხვადასხვა გზებს ვადგავართ.
-
12
და უეჭველად, ჩვენ ვერასდროს აღვუდგებოდით ალლაჰის ნებას მიწაზე და ვერც გაქცევით ვძლევთ მას.
-
13
და უეჭველად, ჩვენ როცა მოვისმინეთ ჭეშმარიტება , ვირწმუნეთ იგი. ხოლო ვინც ირწმუნა თავისი ღმერთის, ამის მერე არ შეეშინდება საზღაურის დაკლებისა და არც ჩაგვრის.
-
14
და უეჭველად, ჩვენს შორის არიან მუსლიმნი და გზასამცდარნი“. მაშ, ვინც ალლაჰს ჰმორჩილა, სწორედ ეგენი ეძიებენ ჭეშმარიტებას.
-
15
მაგრამ რაც შეეხებათ გზასამცდართ, ისინი ამრიგად შეიქმნენ ჯოჯოხეთისთვის შეშად.
-
16
და რომ ისინი დამდგარიყვნენ გზაზე , უთუოდ, დავარწყულებდით უხვი წყლით.
-
17
რათა გამოვცადოთ ისინი ამის თაობაზე. და ვინც ზურგს იქცევს თავისი ღმერთის ხსენებიდან, უბიძგებს მას ცხარე სასჯელში.
-
18
`სამლოცველოები ღმერთისთვისაა, ამიტომ ნურავის მოუხმობთ (შეევედრებით) მის გარდა!~
-
19
და უეჭველად, როცა წამოდგა იგი მსახური ალლაჰისა და ეაჯებოდა მას, ისე დაესეოდნენ ლამის ზილავდნენ ერთმანეთს.
-
20
უთხარი: მე მხოლოდ ვეაჯები ჩემს ღმერთს და მას არავის არ დავუდგენ მოზიარედ.
-
21
უთხარი: უეჭველად, მე არ ძალმიძს თქვენთვის ზიანის მოყენება და არც სიკეთის მოტანა.
-
22
უთხარი: უეჭველად, მე ვერავინ დამიფარავს ალლაჰისგან და ვერ ვჰპოვებ მის გარდა თავშესაფარს.
-
23
(ჩემი მოვალეობა) მხოლოდ ალლაჰისგან გამოგზავნილის ცნობებაა. და ვინც აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, მაშინ უეჭველად, მისთვის ცეცხლია, სადაც დაჰყოფს სამუდამოდ.
-
24
ბოლოს როცა იხილავენ იმას, რაც აღეთქვათ, მაშინ სულ მალე შეიტყობენ, ვისი შემწეა ყველაზე უძლური და ვინაა ყველაზე მცირე რიცხობრივად.
-
25
უთხარი: არ ვიცი ახლოსაა იგი, რაც აღგეთქვათ თუ დაუდგენს მას ჩემი ღმერთი ხანგძლივ დროს.
-
26
იგი უწყის უხილავს, ამიტომაც არავის აცნობებს უხილავის შესახებ,
-
27
გარდა ვინც მიაღწია სათნოებას შუამავალთაგან. მაშინ, იგი გადაისვრის მის წინიდან და უკნიდან მცველებს,
-
28
რათა იცოდნენ, რომ მათ უკვე ამცნეს წარმოგზავნილი თავიანთი ღმერთისა. გარემოიცვა იგი, რაცაა მათ წიაღში და გამოთვლილი აქვს ყოველი რაოდენობა.