-
1
ვფიცავ, აღდგომის დღეს!
-
2
და ვფიცავ სულს, საკუთარი თავის მკიცხველს!
-
3
განა თვლის ადამიანი, რომ ვერ შევყრით მის ძვლებს?
-
4
დიახ! მძლენი ვართ იმაზე, რომ თავიდანვე მოვაწყოთ თითთა წვერნი მისი.
-
5
მაგრამ სურს ადამიანს ცრუდ შერაცხოს მის არსებული .
-
6
კითხულობს: როდისაა აღდგომის დღე?
-
7
მაშინ, როცა მზერა დაიხშობა,
-
8
და დაბნელდება მთვარე,
-
9
და შეერთდება მზე და მთვარე.
-
10
იკითხავს ადამიანი იმ დღეს: ნეტა სად არის გასაქცევი?
-
11
არამც და არამც! არ მოინახება თავშესაფარი!
-
12
შენს ღმერთთანაა იმ დღეს სამკვიდრებელი!
-
13
იმ დღეს ეცნობება ადამიანს რა წაიმძღვარა და რა გადადო!
-
14
არა, ადამიანი თავისი სულის წინააღმდეგ მოწმეა,
-
15
რომც მოიმიზეზოს საბაბები.
-
16
არ დაძრა მისით ენა შენი, რათა დააჩქარო იგი!
-
17
უეჭველად, ჩვენზეა მისი შეკრება და წაკითხვა.
-
18
მაშ, როცა ვკითხულობთ მას, მაშინ აჰყევი მის კითხვას!
-
19
შემდეგ, უეჭველად, ჩვენზეა განმარტება მისი.
-
20
არა! პირიქით, თქვენ გიყვართ წარმავალი სიცოცხლე
-
21
და უგულისყუროდ ტოვებთ საიქიოს.
-
22
იმ დღეს გაბრწყინებული სახენი იქნება,
-
23
თავიანთი ღმერთისკენ შემცქერი.
-
24
იმ დღეს დაღვრემილი სახენი იქნება,
-
25
მიხვდება, რომ მას უნდა ეწიოს შავი დღე.
-
26
არამც და არამც! როცა სული ყელში მოებჯინება
-
27
მაშინ იტყვიან: ვინ არის მკურნალი?
-
28
და გაიგებს, რომ იგი განშორებაა,
-
29
და დაიკრუნჩხება ფეხები
-
30
იმ დღეს მხოლოდ შენს ღმერთთანაა მისაქციელი.
-
31
მაშინ მან არც დაამოწმა და არც ილოცა,
-
32
მაგრამ ცრუდ შერაცხა და სახე შეაქცია.
-
33
მერე წავიდა ბღენძა ბღენძით თავის ოჯახთან.
-
34
შენ გეკუთვნის, რამეთუ შენ დაიმსახურე!
-
35
ასე, რომ შენ გეკუთვნის, რამეთუ შენ დაიმსახურე!
-
36
ნუთუ ეგონა ადამიანს, რომ უპასუხისმგებლოდ იქნებოდა მიტოვებული?
-
37
განა არ იყო იგი ერთი წვეთი სითხიდან გადმონთხეული?
-
38
მერე იყო სისხლის კოლტად , მერე გააჩინა და გაათანაზომიერა.
-
39
შემდეგ დაადგინა მისგან წყვილი: მამრი და მდედრი.
-
40
სწორედ ამათ (გამჩენს) განა არ ძალუძს გააცოცხლოს მკვდრები?