-
1
დროის მონაკვეთის დინებაში ისეთმა პერიოდმა განვლო, რომ ადამიანის სახელი არც კი ყოფილა მოხსენებული?
-
2
უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი შეწყვილებული ერთი წვეთი ნარევისაგან , გამოვსცდით მას, ამიტომაც დავუდგინეთ სმენა და მხედველობა.
-
3
უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ იგი ჭეშმარიტ გზაზე, მაგრამ მას შეუძლია იყოს მადლიერი ან უმადური.
-
4
უეჭველად, ჩვენ გავამზადეთ ურწმუნოთათვის ჯაჭვები, ბორკილები და ცხარე ცეცხლი.
-
5
უეჭველად, კეთილისმქმნელნი დალევენ ფიალებიდან, რომლის ნაზავი იქნება ქააფუურა ,
-
6
ერთი წყარო მოჩუხჩუხე, რომლიდანაც დარწყულდებიან მსახურნი ალლაჰისა.
-
7
ასრულებენ შეპირებულს და ეშინიათ იმ დღის, რომლის სიავე გავრცელებულია.
-
8
და სიამოვნებით აპურებენ უპოვრებს, ობლებს და ტყვეებს.
-
9
ჩვენ მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების სურვილით გაპურებთ თქვენ, ჩვენ არ გვსურს თქვენგან საზღაური და არც მადლობა.
-
10
უეჭველად, გვეშინია ჩვენი ღმერთისგან იმ მოქუფრული სახიფათო დღისა!
-
11
თუმცა დაიცვა ალლაჰმა ისინი ამ დღის სიავისგან და აზიარა ისინი უსაზღვრო სიხარულს.
-
12
და დააჯილდოვა ისინი იმისთვის, რამეთუ მოითმინეს, სამოთხეთი და აბრეშუმის სამოსით,
-
13
წამოწოლილი იქნებიან იქ სავარძლებზე, არ იხილავენ მზეს (სიცხეს) და არც ყინვას,
-
14
და სიახლოვედ მათ თავზე ჩრდილნი მისი და ჩამოიწევა დახუნძულული მწიფე ნაყოფი.
-
15
და ტრიალებენ მათ ზემოთ ვერცხლისა და ბროლის ფიალები,
-
16
ბროლის ფიალები ვერცხლისგან, რომლის ზომიერებაც გამსაზღვრულია.
-
17
და დარწყულებული იქნებიან იქ ფიალით, რომლის ნაზავი იქნება ზენჯებილა ,
-
18
ერთ-ერთი წყარო, რომელსაც ჰქვია სელსებილა.
-
19
და გარს ეხვევიან ჭაბუკნი მარადნი. როცა იხილავ მათ, მსგავსნი მოფრქვეული მარგალიტისა.
-
20
და როს იხილო, ჰპოვებ კეთილდღეობასა და ფუფუნებას დიადს,
-
21
მათ (ეცმევათ) სამოსი მწვანე აბრეშუმისა, ატლასისა და შემკულნი ვერცხლის სამაჯურებით და დაარწყულა ისინი თავიანთმა ღმერთმა წმინდა სასმელით.
-
22
უეჭველად, ეს თქვენთვისაა ჯილდოდ, რამეთუ თქვენი მისწრაფება დაფასებულ იქმნა.
-
23
უეჭველად, ჩვენ ზედარმოვავლინეთ შენზე ყურანი თანდათანობით.
-
24
მაშ, მოითმინე მსჯავრი შენი ღმერთის. და არ დაემორჩილო მათგან ცოდვილებსა და ურწმუნოებს.
-
25
და ახსენე სახელი შენი ღმერთის დილით და საღამოს!
-
26
და ღამით, სეჯდე აღასრულე მისთვის და ადიდე ღამით ხანგრძლივად.
-
27
უეჭველად, მათ უყვართ წარმავალი სიცოცხლე და არად აგდებენ მძიმე დღეს.
-
28
ჩვენ გავაჩინეთ ისინი და ჩვენ განვუმტკიცეთ სხეული და თუ ვინებებთ, შევცვლით მათ, მათი მსგავსნის ჩანაცვლებით.
-
29
უეჭველად, ეს შეგონებაა! დაე, მსურველმა აირჩიოს თავისი ღმერთისკენ მიმავალი გზა.
-
30
და თქვენ ვერ ისურვებთ, თუ არა ნება ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-
31
შეიყვანს თავის წყალობაში, ინებებს ვისაც, ხოლო უსამართლონს... სწორედ მათთვისაა მომზადებული მწარე სასჯელი.