-
1
რას ეკითხებიან ისინი ერთმანეთს?
-
2
დიდებული ცნობის შესახებ ,
-
3
რომლის თაობაზეც ვერ თანხმდებიან ეგენი.
-
4
მალე შეიტყობენ!
-
5
შემდგომში შეიტყობენ!
-
6
განა ჩვენ არ დავადგინეთ დედამიწა სარეცლად,
-
7
და მთები სვეტებად ,
-
8
და გაგაჩინეთ თქვენ წყვილებად ,
-
9
და ძილი თქვენი ვქმენით დასასვენებლად ,
-
10
და ღამე ვქმენით საბურველად,
-
11
და ვქმენით დღე, დროდ ცხოვრებისა?!
-
12
ჩვენ აღვმართეთ თქვენს ზევით (თავზე) შვიდი მტკიცე ,
-
13
და ვქმენით მოკაშკაშე მანათობელი
-
14
და მოვავლინეთ ღრუბლებიდან წყალი (წვიმა) მორაკრაკე,
-
15
რათა აღმოვაცენოთ მისით (წვიმით) მარცვალი (თესლი) და მცენარეები,
-
16
და ბაღები შებურულნი!
-
17
უეჭველად, განშორების დღე წინასწარ დადგენილი ვადაა!
-
18
ამ დღეს ჩაჰბერავს საყვირს და მოხვალთ ჯგუფ-ჯგუფად!
-
19
ცა გაიხსნება და დაემსგავსება კარიბჭეებს!
-
20
დაიძვრებიან მთები ადგილიდან და ილუზიად მოგეჩვენებათ!
-
21
უეჭველად, ჯოჯოხეთია ხაფანგად,
-
22
ზღვარგადასულთა განსასვენებლად,
-
23
და დაჰყოფენ იქ საუკუნოდ !...
-
24
და ვერ დააგემოვნებენ იქ ვერცა სასმელს და ვერცა (ეღირსებიან)სიგრილეს,
-
25
გარდა მდუღარე წყლისა და ჩირქისა,
-
26
საზღაურის შესაბამისად!
-
27
ვინაიდან, არასოდეს უფიქრიათ, რომ პასუხს აგებინებდნენ!
-
28
და სიცრუედ ჩათვალეს ჩვენი სასწაულები, უკიდურეს სიცრუედ,
-
29
და ჩვენ ყველაფერი წიგნად ავსახეთ!
-
30
მაშ, იგემეთ! არაფერს მოგიმატებთ, გარდა ტანჯვისა!
-
31
უეჭველად, ნეტარება ღვთისმოსავთათვისაა!
-
32
(ასევე მათთვისაა) ბაღები და ზვრები,
-
33
მკერდსავსე თანატოლები,
-
34
და სავსე ფიალები .
-
35
იქ არ მოისმენენ ეგენი ფუჭსიტყვაობასა და სიცრუეს!
-
36
საზღაურად ჯილდო შენი ღმერთისგან საკმარისია !
-
37
ღმერთი, ცათა და მიწის და იმისა, რაც მათ შორისაა , მოწყალეა და არავის შესწევს ძალა მის წინაშე ილაპარაკოს !
-
38
იმ დღეს სული და ანგელოზები ერთ მწკრივში დადგებიან და ვერ ილაპარაკებენ, თუ არა ის, ვისაც ნებას მისცემს მოწყალე, და ის იტყვის სიმართლეს!
-
39
ეს არის დღე ჭეშმარიტი . და ვისაც სურს თავის ღმერთთან თავშესაფარი დაიდოს ,
-
40
უეჭველად, ჩვენ გაგაფრთხილეთ საზღაურის სიახლოვისა, იმ დღეს ადამიანი ნახავს იმას, რაც წაუმძღვარებია მის ხელებს, და იტყვის ურწმუნო: იქნებ მიწად გარდავიქცეო!