-
1
ვფიცავ, ძალით სულის ამომგლეჯთა!
-
2
ვფიცავ, ამომხდელებსა!
-
3
ვფიცავ, სწრაფად (ორბიტაზე) მოტივტივეებს!
-
4
სირბილში გამსწრეებს!
-
5
ბრძანების შემსრულებლებს
-
6
იმ დღეს, როცა მიწისძვრა (პირველი საყვირის ხმა) შემზარავად შეარხევს ,
-
7
რომელსაც მოჰყვება მეორე შემზარავი ხმა საყვირის,
-
8
იმ დღეს გულზარდაცემულები,
-
9
თვალებდახრილნი, ისინი
-
10
ამბობენ: ნუთუ თავდაპირველ მდგომარეობაში დავბრუნდებით,
-
11
როცა ვიყავით გახრწნილი ძვლები?
-
12
ამბობენ, მაშინ ზარალიანია ეს მობრუნება (აღმოცენება)!
-
13
მაგრამ ის (გაცოცხლება) ერთი მკაცრი დაყვირებაა,
-
14
რომელიც მათ (ყველა არსებას) შიშველ მიწაზე (აღმოცენებულ-გაცოცხლებულს) აღმოაჩენს.
-
15
(ო, მუჰამმედ) შენამდე მოაღწია თუ არა მუსას ამბავმა?
-
16
როდესაც ჩამოსძახა მას ღმერთმა მისმა ტუვას წმინდა ხეობაში:
-
17
წადი ფარაონთან, ის უეჭველად ზღვარს გადავიდა
-
18
და უთხარი: ნუთუ არ გინდა განიწმინდო შენ?
-
19
და მე გაჩვენებ ჭეშმარიტ გზას შენი უფლისკენ, იქნებ გახდები ღვთისმოშიში!
-
20
ამის შემდეგ აჩვენა (მუსამ) მას (ფარაონს) სასწაული უდიდესი!
-
21
მან კი ცრუდ შერაცხა (მუსა) და წინ აღუდგა (ალლაჰს).
-
22
მერე ზურგი აქცია (რწმენას) და მოქმედება იწყო (არეულობის გამოსაწვევად).
-
23
შეკრიბა და მოუწოდა.
-
24
შემდეგ უბრძანა (ფარაონმა): მე უზენაესი ღმერთი ვარ თქვენი!
-
25
ამისთვის დასაჯა ალლაჰმა სააქაოსა და საიქიოში!
-
26
უეჭველად, გაკვეთილია მასში , ვინც ღმერთისადმი მოკრძალებულია!
-
27
თქვენი გაჩენა უფრო ძნელი იყო, ვიდრე ზეცის. მან (ალლაჰმა) აღმართა იგი (ზეცა),
-
28
აამაღლა კამარა მისი და გაათანასწორა (სრულჰქმნა) იგი!
-
29
და ჩაძირა ღამე წყვდიადში და ჰქმნა დღის ნათელი!
-
30
მერე დედამიწა განფინა!
-
31
წყალი ამოაჩუხჩუხა მისგან (მიწისგან) და მინდვრები (ბაღები-საძოვრები) აღმოაცენა!
-
32
და განამტკიცა მასზე (დედამიწაზე) მთები,
-
33
სარგებელად თქვენთვის და თქვენი საქონლისთვის!
-
34
და როცა იქნება საშინელება ,
-
35
ამ დღეს ადამიანი გაიხსენებს თავის ნამოქმედარს !
-
36
ყველას ნათლად ეჩვენება ჯოჯოხეთის ალი,
-
37
მაგრამ ვინც ზღვარს გადავიდა,
-
38
და მიწიერი ცხოვრება აირჩია ,
-
39
მაშ, უეჭველად, იგი ჯოჯოხეთის ალი იქნება თავშესაფარი (მისი)!
-
40
ხოლო ვინც ძრწოდა თავისი ღმერთის სიდიადის წინაშე და ვნებას იოკებდა,
-
41
მაშ, უეჭველად, იგი სამოთხე იქნება თავშესაფარი (მისი)!
-
42
გეკითხებიან შენ წარღვნის დღეზე: როდის დადგებაო?
-
43
საიდან გეცოდინება შენ მისი განმარტება ?
-
44
აღსასრული მისი ალლაჰთანაა !
-
45
უეჭველად, შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ, ვისაც ეშინია მისი (წარღვნისა).
-
46
როცა იხილავენ იმ (წარღვნის) დღეს, მოეჩვენებათ თითქოსდა ერთი საღამო ან ერთი დილა დაჰყვეს !