-
1
მოიქუფრა და სახე შეაქცია,
-
2
რადგან ბრმა მოვიდა მასთან.
-
3
უნდა რამ გამცნოს შენ: ეგებ განწმენდა სურს მას,
-
4
ან მიიღოს შეგონება და უშველოს შეგონებამ მას?!
-
5
მაგრამ ვისაც შეგონება არ ესაჭიროება ,
-
6
თუმცაღა შენ მიილტვი მისკენ,
-
7
და არაა ვალი შენი, განიწმინდება თუ არ იგი!
-
8
მაგრამ ვინც მოგეახლოს წადილით
-
9
და შიშობს ღმერთისგან იგი,
-
10
მაგრამ შენ არ აქცევ ყურადღებას მას!
-
11
არა! უეჭველად, იგია შეგონება!
-
12
და ვინც ინებებს, შეიგონებს იგი!
-
13
იგი (ყურანი) ფურცლებშია ღირსეულში
-
14
ამაღლებული, წმინდა,
-
15
მწერალთა ხელით (დაწერილი)
-
16
ღირსეულთა, უბიწოთა.
-
17
წყეულიმც იყოს (ურწმუნო) ადამიანი! რა უმადურია იგი!
-
18
(ალლაჰმა) რისგან გააჩინა იგი?
-
19
გააჩინა ერთი წვეთი წყლისგან იგი და თანაზომიერება უბოძა მას,
-
20
მერე გზა გაუადვილა,
-
21
მერე სული ააცალა და ასე დამარხა საფლავად იგი.
-
22
შემდეგ, როცა ინებებს, აღადგენს მას!
-
23
არა, არ შეასრულა რაც უბრძანა მას!
-
25
უეჭველად, ჩვენ წვიმა უხვად გავაწვიმეთ,
-
26
მერე მიწა (ავაფუეთ) ნაპრალ-ნაპრალ გავაპეთ,
-
27
და აღმოვაცენეთ მასზე მარცვალი,
-
28
ვაზი და სამყურა
-
29
ზეთისხილი და ფინიკი,
-
30
და ბაღები ხშირი
-
31
ხილეული და ბალახები,
-
32
სარგებლად თქვენთვის და თქვენი საქონლისთვის!
-
33
მაგრამ როცა მოევლინება თავზარდამცემი (გამაყრუებელი) ხმა,
-
34
იმ დღეს გაიქცევა ადამიანი ღვიძლი ძმისგან,
-
35
დედისგან, მამისგან,
-
36
მეუღლისგან და შვილებისგან!
-
37
იმ დღეს ყოველ მათგანს თავისი საზრუნავი ექნება!
-
38
იმ დღეს ნათელმოფენილი სახენი იქნება,
-
39
გაცინებული, მომღიმარი!
-
40
იმ დღეს მტვერში გახვეული სახენი იქნება,
-
41
მას სიბნელე გადაეკვრება!
-
42
აი, უარმყოფელნი და გზასამცდარნი ეგენი!