-
1
როცა ცა გაიპობა!
-
2
და როცა ვარსკვლავები აირევ-დაირევა!
-
3
და როცა ზღვები აბობოქრდება და გადმოიღვრება!
-
4
და როცა საფლავები ამოტრიალდება!
-
5
მაშინ შეიტყობს (ყველა) სული, რა წაიმძღვარა და რა გადადო!
-
6
ჰეი, ადამიანო! რაა შენი შემცდენი შენისა ღმერთისა გულუხვისა წინაშე,
-
7
რომელმაც გაგაჩინა შენ, მერე გიბოძა სხეული გამართული და თანაზომიერი,
-
8
და როგორც ინება, ისეთი ფორმით ჩამოგაყალიბა (სხვადასხვანაირი ფორმა მოგცათ (ყველა ადამიანის გენეტიკური შიფრი განსხვავებულია))?
-
9
არა, მიუხედავად ამისა, სიცრუედ რაცხავთ განკიცხვის დღეს!
-
10
და უეჭველად, თავზე გადგანან მცველები (ანგელოზები)
-
11
ღირსეულნი, საქმეთა აღმნუსხველნი!
-
12
იციან, რასაც აკეთებთ!
-
13
უეჭველად, ღვთისნიერნი ნეტარებაში იმყოფებიან!
-
14
და უეჭველად, ცოდვილები აგიზგიზებულ ცეცხლში არიან,
-
15
განკითხვის დღეს იქნებიან შენთებული (ჯოჯოხეთში)
-
16
და ეგენი თავს ვერ დააღწევენ იქიდან!
-
17
რამ გამცნოს, რა არის „განკითხვის დღე“?
-
18
მერე, რამ გამცნოს, რა არის „განკითხვის დღე“?
-
19
იმ დღეს ვერც ერთი სული ვერაფერს იღონებს სხვა სულისთვის; და იმ დღეს მბრძანებლობა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის!