-
1
ვაი მათ, რომელნიც საწყაოსა და წონას აყალბებენ!
-
2
რომელნიც ყიდვის დროს ხალხისგან ზუსტად მოითხოვენ!
-
3
და როცა სხვებს მიუზომავენ ან მიუწონიან, წონას აკლებენ!
-
4
ნუთუ არ ფიქრობენ ისინი, რომ ერთ დღეს უნდა აღსდგნენ,
-
5
დიად (აღდგომის) დღეს?
-
6
იმ დღეს, ხალხი წარსდგებიან სამყაროთა მეუფის წინაშე!
-
7
არა, უეჭველად, ცოდვილთა წიგნი „სიჯჯინშია“!
-
8
რამ გამცნოს, რა არის „სიჯჯინი“?
-
9
(იგი) დაბურული, დაცული წიგნია (პირადი საქმეა).
-
10
ვაი მათ, ვისაც არ სწამთ ის დღე (აღდგომის დღე),
-
11
რომელნიც სიცრუედ რაცხავენ განკითხვის დღეს!
-
12
მხოლოდ ზღვარგადასული ცოდვილი ნათლავს მას სიცრუედ!
-
13
როცა მას ეკითხება ჩვენი სასწაულები, ამბობს: წინა თაობების ზღაპრებიაო!
-
14
არა, პირიქით! ჟანგი მოსდო მათ გულებს იმან, რაც შეუძენიათ!
-
15
არამც და არამც! ეგენი, უეჭველად, იმ დღეს თავიანთი უფლის წყალობისგან აღკვეთილი იქნებიან!
-
16
და ამის შემდგომ, უეჭველად, მძვინვარე ცეცხლში იქნებიან შენთებული!
-
17
მაშინ ეტყვიან: ეს არის ის, რასაც სიცრუედ რაცხავდით!
-
18
არა, უეჭველად, ღვთისმოსავთა წიგნი „ღილლიიუნშია“!
-
19
რამ გამცნოს, რა არის „ღილლიიუნი“?
-
20
(იგი) დაბურული, დაცული წიგნია (პირადი საქმეა).
-
21
მისი ნახვა მხოლოდ დაახლოებულებს (ანგელოზებს) შეუძლიათ.
-
22
უეჭველად, ღვთისმოსავები ნეტარებაში იქნებიან!
-
23
სავარძლებზე წამოწოლილნი უცქერიან!...
-
24
მათ სახეებზე ნეტარების ათინათს დაინახავ შენ!
-
25
მათ მიერთმევათ რჩეული (საუკეთესო) , დაბეჭდილი სასმელი!
-
26
მისი (სასმელის) დასასრული იქნება სურნელოვანი (მუშკი). ამისკენ ისწრაფონ მსწრაფველებმა!
-
27
(სასმელი) გაზავებული იქნება თასნიმის წყლით,
-
28
წყარო, რომლიდანაც (ალლაჰთან) მიახლოებულნი დალევენ (დაიოკებენ წყურვილს)!
-
29
უეჭველად, რომელთაც შესცოდეს, დასცინოდნენ მორწმუნეებს,
-
30
როდესაც მათ (მორწმუნეებს ) გვერდით ჩაუვლიდნენ, ერთმანეთს თვალს უკრავდნენ;
-
31
და როცა თავისიანებისკენ მიბრუნდებოდნენ, მიბრუნდებოდნენ სიხარულით.
-
32
და როცა მათ (მორწმუნეებს) გადააწყდებოდნენ, იტყოდნენ: უეჭველად, ეგენი არანორმალურები არიან!
-
33
კეთილი, მაგრამ მორწმუნენის სადარაჯოდ არ წარმოგზავნილან ეგენი!
-
34
იმ დღეს მორწმუნენი გასცინებენ ურწმუნოებს,
-
35
მათ სავარძლებზე წამოწოლილი უცქერიან.
-
36
მიეზღოთ თუ არა ურწმუნოებს იმისთვის, რასაც სჩადიოდნენ?