-
1
როცა ცა გაიხსნა,
-
2
ღმერთის ბრძანებას ჰმორჩილა და სისრულეში მოვიდა ის (ცის გახსნა)!
-
3
და როცა დედამიწა გასწორდა,
-
4
ამოხეთქა, რაც მასშია და დაიცალა!
-
5
ღმერთის ბრძანებას ჰმორჩილა და სისრულეში მოვიდა ის (ცის გახსნა),
-
6
ჰეი, ადამიანო! უეჭველად, შენ ირჯები გარჯითა რთულით შენი ღმერთისთვის და ბოლოს წარსდგები მის წინაშე!
-
7
მაგრამ ვისაც წიგნი (პირადი საქმე) მიეცემა თავისივე მარჯვენაში,
-
8
უკვე იგი ადვილი დაკითხვით დაიკითხება (შეცდომები ეპატიება)
-
9
და დაუბრუნდება თავის ახლობლებს გახარებული!
-
10
ხოლო ვისაც წიგნი (პირადი საქმე) ზურგს უკნიდან მიეცემა,
-
11
მაშინვე სიკვდილს (განადგურებას, გაქრობას ინატრებს) მოუხმობს
-
12
და აალებულ ცეცხლში (ჯოჯოხეთში) იქნება შენთებული!
-
13
უეჭველად, იგი (ამქვეყნად) თავის ახლობლებში გახარებული (დალხენილი) ცხოვრობდა,
-
14
რადგანაც მას ეგონა, რომ უკან არასდროს დაუბრუნდებოდა (ალლაჰს).
-
15
არა, უეჭველად, ღმერთი მისი ხედავდა მას!
-
16
არა, ვფიცავ დაისს,
-
17
ღამეს, და რასაც მოიცავს იგი,
-
18
და მთვარეს, როცა გაივსება!
-
19
უთუოდ, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადიხართ!
-
20
განა მათ რა ემართებათ, რომ არ სწამთ?
-
21
და როცა ეკითხებათ ყურანი, სეჯდეს არ აღასრულებენ ისინი.
-
22
პირიქით, ურწმუნოები მას სიცრუედ რაცხავენ.
-
23
ალლაჰმა ყველაზე უკეთ უწყის, რასაც ფარავენ ისინი!
-
24
მაშ, აუწყე მათ სასჯელი მტანჯველი,
-
25
თვინიერ მათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. მათთვის საზღაურია (ჯილდოა) დაუშრეტელი!