-
1
ადიდე სახელი ღმერთისა შენისა, უზენაესისა!
-
2
რომელმაც გააჩინა და გაათანაზომიერა!
-
3
რომელმაც (ყველაფერი) ზომიერად ჰყო და დაადგინა ჭეშმარიტ გზას!
-
4
და რომელმაც ამოაბიბინა ბალახი მდელოზე!
-
5
მერე აქცია იგი შავ ნაყარ-ნუყარად!
-
6
(ყურანს) ჩვენ წაგიკითხავთ შენ, ამის შემდეგ არ დაგავიწყდება!
-
7
იმის გამოკლებით, რაზეც იქნება ნება ალლაჰის. ის უწყის გაცხადებულს და დაფარულს!
-
8
ჩვენ გაგიიოლებთ შენ, რათა იყოს ადვილი!
-
9
შეაგონე შენ, თუ კი შეგონება სარგებელს მოიტანს!
-
10
შეისმენს ის, ვინც მოკრძალებულია (ღვთის მიმართ)
-
11
და ბედნავსი (ბედკრული,ურწმუნო) განშორდება მას,
-
12
რომელიც ყველაზე მძვინვარე ცეცხლში იქნება შენთებული!
-
13
შემდეგ იქ არც მოკვდება და არც იცოცხლებს!
-
14
უეჭველად, ნეტარ იქმნა, ვინც განიწმინდა!
-
15
და (განწმენდილმა სულმა) სახელი ღმერთისა მისი ახსენა და ლოცვა აღავლინა!
-
16
მაგრამ არა! თქვენ ამქვეყნიურ ცხოვრებას ამჯობინებთ,
-
17
თუმცა საიქიო ცხოვრება უფრო უკეთესია და მუდმივი!
-
18
უეჭველად, ეს უწინდელ ფურცლებშიც იყო მოცემული,
-
19
ფურცლები იბრაჰიმისა და (წიგნი) მუსასი!