-
1
მოაღწია შენამდე მბავმა „წარღვნისმა“, თავზარდამცემმა?
-
2
სახენი იმ დღეს, თავჩაღუნული სირცხვილითა,
-
3
ტყუილად დაღალულ-დაქანცული,
-
4
(ისინი) შენთებული იქნებიან გავარვარებულ ცეცხლში!
-
5
მდუღარე წყაროს წყლით დარწყულდებიან,
-
6
საკვებად კი მხოლოდ მწარე დარიის ეკლები (ექნებათ),
-
7
რომელიც არც გამოკვებავს და არც ანაყრებს.
-
8
და იქნება იმ დღეს სახენი გაბრწყინებული,
-
9
თავიანთი საქმეებით კმაყოფილნი
-
10
(დამკვიდრებულნი არიან) უმაღლეს სამოთხეებში!
-
11
იქ ვერ გაიგებ ფუჭსიტყვაობას!
-
12
იქ არის მოჩუხჩუხე წყაროები!
-
13
იქ არის მაღალი სავარძლები!
-
14
და (წინიდან) გამზადებული თასები (სასმელის მისართმევად)!
-
15
და ჩამწკრივებული ბალიშები!
-
16
და გაფენილი ხალიჩები!
-
17
ნუთუ არ შეხედავენ აქლემებს, როგორღა გაჩენილა?
-
18
და ზეცას, როგორ ამაღლებულა?
-
19
და მთებს, როგორ არის დარჭობილი (დედამიწაზე)?
-
20
და მიწას, როგორ გადაჭიმულა?
-
21
მაშ, შეაგონე, შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ!
-
22
შენ არა ხარ მათზე მოძალადე.
-
23
მაგრამ ვინც განუდგა (რწმენას) და უარყო (ყურანი),
-
24
ალლაჰი დასჯის მას უდიდესი სასჯელით!
-
25
უეჭველად, ჩვენდა მოიქცევიან!
-
26
უეჭველად, ჩვენ გვეკუთვნის ანგარიშგება მათზე!