-
1
ვფიცავ, გარიჟრაჟს!
-
2
და ათ ღამეს!
-
3
და ლუწსა და კენტს!
-
4
და ღამეს, როცა ის გადადის!
-
5
ნუთუ გონიერთათვის ფიცი საკმარისი არ არის?
-
6
ნუთუ არ გინახავს, როგორ მოექცა ღმერთი შენი ადის ხალხს?
-
7
სვეტებიან ქალაქ ირემს,
-
8
რომლის მსგავსი არცა ქმნილა ქვეყანასა?
-
9
და სემუდეველებს, რომლებიც ხეობის კლდეებში საცხოვრებლებს კვეთდნენ?
-
10
და პირამიდების პატრონ ფარაონს?
-
11
ისინი სჩადიოდნენ მჩაგვრელობას ქვეყნებში.
-
12
ამგვარად გაავრცელეს იქ უკეთურობა.
-
13
ამიტომაც შენმა ღმერთმა აწვნია მათ დამსჯელი მათრახი!
-
14
უეჭველად, ღმერთი შენი მუდმივად ათვალყურებს (მათ მოქმედებებს)!
-
15
მაგრამ ადამიანი, რომელსაც გამოსცდის ღმერთი მისი, უბოძებს ქონებასა და შეძლებას, მაშინ იტყვის: ღმერთმა ჩემმა მადლი მოიღო ჩემზე (რაც მეკუთვნოდა, ის მომცაო)!
-
16
მაგრამ როდესაც სცდის მას და უზღუდავს საკვებს, მაშინ იტყვის: ღმერთმა ჩემმა დამამცირაო!
-
17
არამც და არამც! თქვენ თავად პატივს არ მიაგებთ ობოლს,
-
18
და არ აქეზებთ ერთმანეთს ღატაკთა დასაპურებლად,
-
19
და მემკვიდრეობას (ალალისა და არამის განუსხვავებლად) ხარბად მიირთმევთ,
-
20
და გიყვართ ქონება გადაჭარბებული სიყვარულით.
-
21
არამც და არამც! როცა მიწა პატარ-პატარა ნაწილაკებად იქცევა და ქვეყანა გასწორდება,
-
22
მოევლინება ღმერთის ბრძანება და ანგელოზები მწკრივებად დადგებიან!
-
23
ოდეს დააშურონ ჯოჯოხეთი, იმ დღეს შეიგნებს ადამიანი, მაგრამ რაშიღა გამოადგეს შეგნება?
-
24
იტყვის: ნეტავ, ჩემი ცხოვრებისთვის წამემძღვარებია !
-
25
იმ დღეს ვერავინ დასჯის მსგავსად მისა (ალლაჰისა),
-
26
და ვერავინ დაადებს ისეთ ბორკილებს, როგორსაც ის (ალლაჰი)!
-
27
ო, სულო, დაოკებულო (დამშვიდებულო)!
-
28
დაუბრუნდი შენს ღმერთს კმაყოფილი, სიმშვიდემოპოვებული!
-
29
შედი ჩემს მსახურთა რიგებში!
-
30
შედი ჩემს სამოთხეში!