-
1
ვფიცავ, ამ ქალაქს ,
-
2
და შენა ხარ დამკვიდრებული ამ ქალაქში.
-
3
ვფიცავ, მამასა და შვილს !
-
4
უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი გამოცდისა და განცდისათვის!
-
5
ნუთუ ფიქრობს, რომ ძლევა მისი არავის ძალუძს?
-
6
ამბობს: გავხარჯე (დავღუპე) ქონება ურიცხვიო!
-
7
ნუთუ ჰგონია, რომ მას ვერავინ ხედავს?
-
8
განა არ ვუბოძეთ მას თვალები (ორი თვალი),
-
9
ენა და ბაგეები (ორი ბაგე)?
-
10
და ვაჩვენეთ მას ბორცვებიანი ორი გზა (ჭეშმარიტი და მრუდე)?
-
11
ის კი არც შეეცადა დაბრკოლება გადაელახა!
-
12
იცი თუ არა, რა არის დაბრკოლება?
-
13
(დაბრკოლების გადალახვაა) მონის გათავისუფლება
-
14
ან დაპურება გაჭირვების ჟამს
-
15
ნათესავი ობლისა
-
16
ან გაღატაკებული უპოვრისა!
-
17
აგრეთვე (დაბრკოლების გადალახვაა), რომელთაც ირწმუნეს, ერთიმეორეს მოთმინებას უანდერძებენ და მოწყალების მაგალითს აჩვენებენ.
-
18
ისინი არიან მარჯვენის ხალხი (ვისაც ანგარიშსწორების დღეს მარჯვნიდან მიეცემა ნამოქმედართა წიგნი)!
-
19
და რომელთაც უარყეს ჩვენი აიათები, ისინი არიან მარცხენის ხალხი (ვისაც ანგარიშსწორების დღეს მარცხნიდან მიეცემათ ნამოქმედართა წიგნი),
-
20
მათთვისაა ცეცხლი, რომელიც გადაეხურება მათ!