-
1
ვფიცავ, მზეს და მის ნათებას!
-
2
და მთვარეს, როცა მას მიჰყვება!
-
3
და მზეს, როცა გამობრწყინდება!
-
4
ღამეს, როცა მას (მზეს) ფარავს!
-
5
ზეცას და ამგებსა მისას!
-
6
მიწას და გამშლელსა მისას!
-
7
სულსა და ჩამომყალიბებელსა მისას!
-
8
და მისთვის (სულისთვის) უკეთურობისა და მორჩილების შთამგონებელსა!
-
9
წარმატებულია იგი ვინც გამოასწორა თავისი ნაკლი
-
10
და წააგო მან, ვინც დაფარა თავისი ნაკლი, და არ შეეცადა მის გამოსწორებას
-
11
თავიანთი აღვირახსნილობიდან გამომდინარე, ცრუდ შერაცხეს (ალლაჰი და შუამავალი მისი) სემუდის (ხალხმა).
-
12
როცა ყველაზე მეამბოხენი შეიყარნენ,
-
13
მაშინ უთხრა მათ ალლაჰის შუამავალმა: ალლაჰის აქლემია და დაარწყულეთ იგი!
-
14
ცრუდ შერაცხეს იგი და დაკლეს აქლემი. ღმერთმა მათმა გაანადგურა ისინი მათი ცოდვებისთვის და გაასწორა მიწასთან იგი (მიუზღო, რაც ეკუთვნოდათ)!
-
15
და არცა ჯავრობს შედეგსა მისსა!