-
1
ვფიცავ ღამეს, როცა ის ფარავს!
-
2
და დღეს, როცა ის გამოაშკარავდება!
-
3
და მას, ვინც მამრი და მდედრი გააჩინა!
-
4
უეჭველად, სწრაფვანი (საქმენი) თქვენი სხვადასხვანაირია!
-
5
მაგრამ ის, ვინც გასცემდა და ღვთისმოშიში იყო,
-
6
და დაამოწმა ყველაზე მშვენიერით ,
-
7
მაშინ ჩვენც წარმატებულს ვქმნით მას ოილი გზით !
-
8
და ვინც იძუნწებს (მიწიერით დაკმაყოფილდება) და თავისთავს ჩათვლის საკმარისად,
-
9
და ცრუდ მიიჩნევს მშვენიერს,
-
10
მას ადვილად მოვისვრით გზაზე, რომელიც სიძნელეებით არის სავსე
-
11
და ვეღარ იხსნის ქონება მისი, როცა ძირს ეშვება!
-
12
უეჭველად, ჩვენდაა ჭეშმარიტი გზით წარმართვა!
-
13
და უეჭველად, ჩვენ გვეკუთვნის წარსული და მომავალი !
-
14
და აი, მე შეგაგონე თქვენ ცეცხლისგან, რომელიც თანდათან უფრო ღვივდება!
-
15
არ მოხვდება იქ, გარდა ყველაზე ცოდვილისა,
-
16
რომელმაც ჭეშმარიტება სიცრუედ შერაცხა და ზურგი აქცია!
-
17
ამისგან (ჯოჯოხეთისგან) გამიჯნული იქნება მხოლოდ ღვთისმოშიში,
-
18
რომელიც გაიღებს თავის ქონებას, რათა განიწმინდოს!
-
19
და (ღვთისმოშიშნი) არ გაიღებენ იმისთვის, რათა დაჯილდოვდნენ ქონებით (ალლაჰისგან),
-
20
მხოლოდ სურვილით მისა, რათა უზენაესი ღმერთის კმაყოფილება მოიპოვონ!
-
21
და უეჭველად, სულ მალე ის იქნება კმაყოფილი!