-
1
ვფიცავ, დილას!
-
2
და ღამეს, როცა მისი სიბნელე იმატებს!
-
3
შენს ღმერთს არ მიუტოვებიხარ, და არ გაგწყრომია!
-
4
უეჭველად, მომავალი ცხოვრება (საიქიო) გექნება უკეთესი, ვიდრე წინა (მიწიერი)!
-
5
და უეჭველად, სულ მალე გებოძება შენი ღმერთისგან და შენ კმაყოფილი დარჩები!
-
6
განა არ გპოვა ობოლი და არ შეგიფარა მან?
-
7
გზააბნეული გპოვა და სწორ გზაზე დაგადგინა?
-
8
ღატაკი გპოვა და გაგამდიდრა?
-
9
ამიტომ ობოლი არ დაჩაგრო
-
10
და მათხოვარს არ გაუწყრე!
-
11
და უკვე დროა შენი ღმერთის მადლი ამცნო (ხალხს)!