-
1
(ო, მუჰამმედ) განა არ გაგვიხსნია და არ გაგვიფართოებია შენთვის მკერდი შენი?
-
2
და არ ჩამოგხსენით ტვირთი,
-
3
რომელსაც შენ წელში მოეღუნე?
-
4
და აღგიმაღლეთ ხსოვნა შენი
-
5
რამეთუ, უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება;
-
6
უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება!
-
7
და როცა მოიცლი, წამოდექი და იშრომე
-
8
და შენი ღმერთისკენ გაესწრაფე!