-
1
ვფიცავ, ლეღვსა და ზეთისხილს!
-
2
და სინას მთას!
-
3
და ამ ქალაქს, დაცულს (უსაფრთხოს)!
-
4
უეჭველად, ჩვენ ადამიანი „საუკეთესო ფორმად“ გავაჩინეთ!
-
5
მერე კი ვაქციეთ იგი უმდაბლეს საფეხურზე!
-
6
გარდა იმათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. მათთვისაა ჯილდო ულევი!
-
7
(ო, ადამიანო!) მაშ, შენ ამის შემდეგ რა გემართება, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ცრუდ რაცხავ?
-
8
განა არ არის ალლაჰი სამართლიანი მსაჯული მსაჯულთა შორის?