-
1
იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა !
-
2
მან გააჩინა ადამიანი შედედებული სისხლისგან !
-
3
იკითხე! ღმერთი შენი უსასრულო კეთილშობილების პატრონია,
-
4
რომელმაც კალმით (წერა) შეასწავლა!
-
5
შეასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა!
-
6
არა! უეჭველად, ადამიანი გაამაყდება,
-
7
რამეთუ ხედავს, რომ გამდიდრდა!
-
8
უეჭველად, შენი ღმერთისკენ უნდა მიიქცეს ყველაფერი!
-
9
გინახავს კი ის, ვინც უკრძალავს,
-
10
როცა ლოცულობს მსახური?
-
11
გიფიქრია თუ არა, იქნებ ის (მსახური) ჭეშმარიტ გზას ადგას,
-
12
ან იქნებ სათნოებას უკარნახებს?
-
13
რას იტყვი, იქნებ უარყოს (შუამავალი) და სარწმუნოებას ზურგი აქციოს?!
-
14
განა არ იცოდა, ალლაჰი (მას) რომ ხედავდა?
-
15
მაგრამ არა! თუ არ მოიშლის, დიახაც, რომ ვითრევთ ქოჩრით !
-
16
იმ მატყუარას, ცოდვილს ქოჩრით ვითრევთ!
-
17
დაე, მოუხმოს თავის სათათბიროს!
-
18
ჩვენ მოვუხმობთ მრისხანე ზეციურ მცველებს!
-
19
მაგრამ არა! არ დაემორჩილო მას, არამედ სეჯდე აღასრულე და მასთან (ღმერთთან) დაახლოებას ეცადე!