-
1
ღვთიური წიგნის მფლობელნი და წარმართნი, რომელთაც უარყვეს ჭეშმარიტება, სანამ არ მოუვათ ნათელი მტკიცება (ცხადი სასწაული), მანამ არ გაემიჯნებიან (ურჯულოებას).
-
2
ალლაჰის მხრიდან წარმოგზავნილი შუამავალი უკითხავს მათ სიცრუისგან განწმენდილ (ყოველგვარი ეჭვისგან შორს მყოფ) ფურცლებს,
-
3
მასშია ძირითად საკითხთა უცვლელი კანონები.
-
4
და გაიმიჯნენ ისინი, ვისაც მიუტანეს წიგნი, მხოლოდ მას მერე, რაც მოუვიდათ ნათელი მტკიცება.
-
5
მათ არ ბრძანებიათ სხვა რამ, გარდა მრავალღმერთიანობისგან შორს, გულწრფელად თაყვანისცემა ალლაჰისა; და აღევლინათ ლოცვა და გაეღოთ ზექათი, და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება!
-
6
უეჭველად, რომელთაც უარყვეს ღვთიური წიგნის მფლობელთაგან და წარმართთაგან, ჯოჯოხეთის ცეცხლში დარჩებიან სამუდამოდ. ისინი არიან გაჩენილთა შორის ყველაზე უკეთურნი!
-
7
უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ისინი არიან გაჩენილთა შორის ყველაზე საუკეთესონი!
-
8
მათი საზღაური მათი ღმერთის წინაშე ღედნის სამოთხეებია, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ სამუდამოდ დაჰყოფენ. ალლაჰი კმაყოფილია მათით და კმაყოფილნი არიან ისინი მისგან (ალლაჰისგან). აი, ეს მათთვის, ვინც მოკრძალებულია უფლის წინაშე!